“მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენლებმა მარკუს რეშფორდს მოედნის ფარგლებს გარეთ აქტივობების შემცირება სთხოვეს. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ინგილისური გრანდის თავკაცები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ 24 წლის ფეხბურთელი, რომ სოციალური აქტივობებისთვის ნაკლები დრო დაეთმო და უფრო მეტი ყურადღებაზე ფორმის აღდგენაზე მოეხდინა. მიუხედავად ამისა, ინგლისელმა მუშაობის შეწყვეტა არ ისურვა და აქტივიზმის შერწყმა განაგრძო.
2021/22 წლების სეზონში ახალგაზრდა შემტევმა სულ 32 მატჩი ჩაატარა “წითლების” მაისურით, სადაც 5 გოლის გატანა და 2 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახერხა.