Gianlucadimarzio: დალო ტენ ჰაგის სისტემაში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება

პორტუგალიელი მცველი დიეგო დალო, სავარაუდოდ, მომავალ სეზონში ოლდ ტრაფორდზე დარჩება, რადგან მას დიდ პატივს სცემს ერიკ ტენ ჰაგი, ირწმუნება ჯანლუკა დი მარციო.
24 წლის ფეხბურთელი “წითელი ეშმაკების” შემადგენლობის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევა და ასე გაგრძელდება მომავალში ნიდერლანდელის ხელმძღვანეელობითაც. მარჯვენა-მცველს შეუძლია ჩაჯდეს კარგად ტენ ჰაგის ფორმაციაში, რადგან მას შეტევაში თამაში უყვარს და სწორედ ეს კომპონენტი არის მნიშვნელოვანი 52 წლის სპეციალისტისთვის.
გასულ სეზონში დალომ 30 მატჩი ჩაატარა “წითლების” მაისურით და ამოაგდო სასტარტო შემადგენლობიდან აარონ ვან-ბისაკა. მას ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და ჯერ არაფერი იწერება იმაზე, დარჩება თუ არა იგი ინგლისში.

Leave a comment