“მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამ ზაფხულს დეკლაინ რაისია, რომლის სანაცვლოდ “ვესთ-ჰემი” 150 მილიონ ფუნტს ითხოვს.
სანდო წყაროს GOAL-ის ცნობით, ინგლისური გრანდი არ აპირებს ამხელა თანხის გადახდას 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ.
ტენ ჰაგი და სპორტული დირექტორი ჯონ მორტოუ გასულ თვეში, ამსტერდამში შეხვდნენ პოტენციური ტრანსფერების განმხილველს, სადაც რაისის სახელიც გაჟღერდა.
“წითელ ეშმაკებმა” ამ ზაფხულს მინიმუმ ერთი ნახევარმცველი უნდა დაიმატონ, რადგან ოლდ ტრაფორდი ხუან მატამ, პოლ პოგბამ და ნემანია მატიჩმა დატოვეს.
