ერიკ ტენ ჰეგმა ლივერპულთან მოახლოებული მატჩისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
თამაშის შემადგენლობის შესახებ
- უძლიერეს შემადგენლობას გამოვიყენებ თუ როტაციას? ყოველთვის მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა. ჩვენი ამოცანაა სეზონისთვის მოვემზადოთ, მაგრამ გვესმის რომ ჩვენგან ყოველთვის შედეგია მოსალოდნელი და აქ ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს კლუბს და პრემიერ ლიგას. ამიტომ ჩვენ შევეცდებით ვიპოვოთ სწორი ბალანსი.
განაგრძობს სანჩო ცრუ ცხრიანის პოზიციაზე თამაშს?
- მომავალ კვირას დაგვჭირდება სიტუაციის შეფასება და ეს სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულია. ჯეიდონი ახლა ჩვენთან ერთად არის ტურნეზე, ჯოშუამ კი ევროზე ითამაშა, შემდეგ დაისვენა და მხოლოდ ახლახან დაიწყო ვარჯიში კერინგტონში. ასე რომ ჩვენ შევაფასებთ ჩვენი ფორვარდების მდგომარეობას და შევარჩევთ გუნდს რომელიც შესძლებს ლივერპულის და სიტიც დამარცხებას მომდევნო თამაშებისთვის.
ტრანსფერების შესახებ
- ყველა კლუბს აქვს შეზღუდვები, ყველა იცავს FFP-ის წესებს. ჩვენც უნდა დავიცვათ ეს წესები. ვცდილობთ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით რათა ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჩამოვაყალიბოთ.
ფეხბურთელების დაბრუნების შესახებ
„ჩვენ გვაქვს გეგმა თითოეული მოთამაშისთვის, რომელსაც განვახორციელებთ როდესაც ისინი დაბრუნდებიან. გარნაჩო ხვალ დაიწყებს ვარჯიშს ლიჩა კი ორშაბათს, ასე რომ ჩვენ ვიცით რომელი ჩვენი მოთამაშე რა ფიზიკურ ფორმაშია, მომავალ კვირას კი მთელი გუნდი უნდა შევკრიბოთ.
მაკტომინაის შესახებ
- ძალიან კმაყოფილი ვარ სკოტის თამაშით და ძალიან მიხარია რომ ასეთი შესანიშნავი ბიჭი მყავს შემადგენლობაში! ის გავლენას ახდენს გუნდის მუშაობაზე და აუმჯობესებს გუნდურ სულს. ვეცდებით, ის ბევრად მაღლა გამოვიყენოთ რადგან ეს პოზიცია მას ყველაზე მეტად უხდება. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გვეხმარება გოლების გატანაში, ამიტომ მასთან მუშაობა ნამდვილი სიამოვნებაა!
ლივერპულის ახალი მწვრთნელის შესახებ
- ვფიქრობ, რომ არნე კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა – კლუბს კარგი სტრუქტურა აქვს და უკვე კარგი ფეხბურთელები ჰყავს. კლოპის ფეხბურთი უაღრესად წარმატებული იყო, მაგრამ ვფიქრობ რომ არნეს რაღაცის დამატება შეუძლია. კლოპის ფეხბურთის ელემენტები ბუნებრივია დარჩება მაგრამ თუ მათ სლოტის თამაშის ელემენტებს შეუთავსებთ, მათ ექნებათ შანსი დარჩნენ ძალიან წარმატებული.
რაშფორდისა და ენტონის ტრავმებზე
- უნდა დაველოდოთ. რა თქმა უნდა სიტისთან დიდ თამაშამდე ერთი კვირით ადრე არ გავრისკავთ, მაგრამ შევაფასებთ მათ მდგომარეობას და ვნახავთ მზად არიან თუ არა ლივერპულთან სათამაშოდ.