სიხარული პირველი მოგებიდან
- ეს მხოლოდ პირველი თამაშია მაგრამ მოგება სასარგებლოა გუნდში თავდაჯერებულობის გასაძლიერებლად. ეს არ არის მხოლოდ მოგება არამედ იყო კარგი თამაშიც. თუმცა მე დავინახე ბევრი კომპონენტი, სადაც შეგვიძლია და უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ქმედებები. ნორმალურია ეს სეზონის პირველი მატჩია.
ზირკზეს- თვისებები
- დიახ, ის მონაწილეობს თამაშის მშენებლობაში, მაგრამ თავდამსხმელისთვის გოლის გატანა მნიშვნელოვანია. ის უნდა იყოს იქ, სადაც იყო, რათა შეტევები დაასრულოს და თავისი საგოლე ინსტინქტები გამოავლინოს. რა თქმა უნდა მას უფრო მეტი საფეხბურთო თვისებები აქვს, ამიტომ სწორი ბალანსი უნდა მოძებნოს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მასთან, მაგრამ ერთი რამ რაზეც მე ველაპარაკე, არის ის რომ ის უნდა შევიდეს საჯარიმოში ხშირად შეტევების დასასრულებლად, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მასთან, ვფიქრობ რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ბევრი ვესაუბრე მატჩის წინ რომ ის უნდა შევიდეს საჯარიმოში შეტევების დასასრულებლად, . სწორედ ამ ხარისხისთვის ვიყიდეთ ის შესანიშნავად თამაშობს და ჩვენ გვყავს შესანიშნავი ნახევარმცველები მის ირგვლივ, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან მას მომენტები.
მაზრაუის დებიუტი
- შესანიშნავი მცველია და როგორც მატჩის წინ ვთქვი ბურთთან ძალიან მშვიდია და წინ წასასვლელად მზადაა. ამ დროისთვის მას ჯერ სრულად არ აღუდგენია ფორმა. როდესაც ის 100 პროცენტით მზად არის ბევრად მეტი შეუძლია მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაშით. მან 70-75 წუთი გაძლო და ახლა მას ფიტნესის ამაღლება სჭირდება.
კაზემირო
- ის აბსოლუტურად ყველგან იყო ნახევარდაცვაში, ამ მონაკვეთზე ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბურთის ფლობა, ბურთის გარეშე თამაში, თამაშის ორგანიზება, ჩაჭრა, საჰაერო დუელები. ბურთი რომ ჰქონდა ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებდა. ასე რომ დიახ ეს იყო კაზემიროს საღამო, რომლის თამაშიც ყველას სიამოვნებას გვანიჭებს.
სიფრთხილის ზომები მაგუირისთვის
- არა, ტრავმირებული არ არის, მაგრამ თამაშიდან გამოყვანა მომიწია, რადგან პრობლემა ჰქონდა. ტრავმას ასაცილებლად გადავწყვიტეთ მისი შეცვლა, ამიტომ ეს სიფრთხილე იყო. რა თქმა უნდა, გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მიხარია რომ დღეს ტრავმები ავიცილეთ თავიდან.
პრესინგმა შედეგი გამოიღო
- ფულჰემის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან რთულია, ისინი ძალიან კარგად თამაშობენ ბურთთან, მაგრამ ვფიქრობ ჩვენ კარგად ვიცავდით თავს. პრესინგში განსაკუთრებით კარგად ვიყავით. ვფიქრობ, დაახლოებით 10-12 წუთის შემდეგ ვიპოვეთ ჩვენი რიტმი თამაშში და შევინარჩუნეთ ის ზეწოლის ქვეშ, რამაც ბევრი პრობლემა შეუქმნა მეტოქეს. მათ ვერ შეძლეს ამ ზეწოლისგან სრულად დაღწევა და ვფიქრობ ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით. რა თქმა უნდა ადრე უნდა გაგვეტანა გოლი და ეს ერთადერთია რის გამოც გუნდის გაკრიტიკება შემიძლია.