ერიკ ტენ ჰაგმა შესაძლოა მარკუს რეშფორდი წინასასეზონო მატჩების დროს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გამოცადოს, თუ კლუბი მანამდე ვერ შეძლებს თავდამსხმელის შეძენას, ირწმუნება ცნობილი ბრიტანული წყარო – Manchester Evening News.
“იუნაიტედს” ზაფხულში ახალი ცენტრფორვარდის შეძენა სურს, თუ გავითვალისწინებთ იმისაც, რომ სეზონის ბოლოს კლუბს ედინსონ კავანი დატოვებს, ენტონი მარსეალის მომავალი კი ბურუსით მოცულია. მაგრამ თუ ინგლისური გრანდი ვერ შეძლებს ახალი ფეხბურთელის დამატებას წინასასეზონო მატჩებამდე, შესაძლებელია 24 წლის ინგლისელი ამ პოზიციაზე ვიხილოთ.
მარკუს ხშირად უკავშირებენ ოლდ ტრაფორდის დატოვებას მისი ცუდი სეზონის გამო. თუმცა, როგორც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ის ინგლისში დარჩება და მომავალ სეზონში დიდი ალბათობით ისევ “წითლების” ღირსებას დაიცავს.