როგორც Manchester Evening News-ი აცხადებს, ერიკ ტენ ჰაგს ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მინიმუმ ხუთი ფეხბურთელის დამატებას სურს.
“მანჩესტერ იუნაიტედი” აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს “ბარსელონას” ფეხბურთელთან, ფრენკი დე იონგთან და დიდი ალბათობით ყველაფერი ამ კვირას გაირკვევა.
ასევე, როგორც უცხოური მედია ირწმუნება, ინგლისური გრანდი ახლოს არის ბრაზილიელი ვინგერის, ენტონის დამატებასთან და მის სანაცვლოდ “აიაქსს” 40 მილიონ ფუნტსაც სთავაზობს, რაც ნიდერლანდული გრანდისთვის დამაკმაყოფილებელია.
იმის გამო, რომ იურეან ტიმბერის ოლდ ტრაფორდზე გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა, “წითელი ეშმაკები” ორი ცენტრალურ-მცველის დამატებას განიხილავენ. ერთ-ერთი 24 წლის ფეხბურთელი პაუ ტორესია, ხოლო მეორე ვარიანტად კლუბი “ბრაგას” მცველს, დევიდ კარმოს მოიაზრებს.
ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომ გუნდის წარმომადგენლებმა დააჩქარონ ტრანსფერების ტემპი და პრემიერ-ლიგის დაწყებამდე დაიმატონ ფეხბურთელები.