MIRROR: ჰარი მაგუაიერი მომდევნო სეზონში “მანჩესტერის” კაპიტანი არ იქნება

ინგლისელი მცველი ჰარი მაგუაიერი დარჩება გუნდში ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, აცხადებს ცნობილი გამოცემა MIRROR-ი.
თუმცა, 29 წლის მცველს ერიკ ტენ ჰაგი დიდი ალაბათობით ჩამოართმევს კაპიტნის სამკლაურს ცუდად გამართული 2021/22 წლების შემდეგ.
იმავდროულად, ნიდერლანდელ სპეციალისტს ჯერ კიდევ სურს ახალი ცენტრალური-მცველის მოყვანა ოლდ ტრაფორდზე, ამიტომ მაგუაეირს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ჰარის კაპიტნის სამკლაური ოლე გუნარ სულშერმა გადასცა 2019 წელს, როდესაც ინგლისელი “ლესტერიდან” “წითლების” რიგებს შუერთდა.

Leave a comment