The Guardian-ის ცნობით მანჩესტერ იუნაიტედის სპონსორი Snapdragon დაინტერესებულია შეიძინოს უფლებები ოლდ ტრაფორდის სტადიონის სახელზე ან მის ნაცვლად აშენებულ ახალ სტადიონზე.
სნაპდრაგონის წარმომადგენელი: „ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ კლუბთან რათა ხელახლა წარმოვიდგინოთ „ოლდ ტრაფორდი“ და „კარინგტონი“ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების თვალსაზრისით, ასე რომ თუ ეს გამოიწვევს რაიმე უფრო დიდს ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯისთვის. მიუხედავად იმისა რომ კლუბის სპონსორობა უკვე დიდი და ძვირადღირებული კონტრაქტია, ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს.
ამერიკულ კომპანიას რომელმაც გასულ ზაფხულს „იუნაიტედთან“ სამწლიანი 225 მილიონი დოლარის კონტრაქტი გააფორმა, ასევე სურს რომ „წითელ ეშმაკებს“ შემდეგი წინასეზონური ტურნე ისტორიაში პირველად მოაწყონ ინდოეთში, რაც ინტერესის სფეროა. Snapdragon და მისი კომპანია Qualcomm. ჩინეთი ასევე შეიძლება გახდეს ასეთი ტურების პრიორიტეტული მიმართულება.