“მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესებულია “ბარსას” ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის შეძენით. ინგლისური გრანდი კი მზადაა მის გადასაბირებლად დიდი თანხა გადაიხადოს, ირწმუნება Sport.
ნიდერლანდელის საკუთარ რიგებში ხილვა ასევე “პსჟს”, “ბაიერნს” და “მანჩესტერ სიტის” სურს. თუმცა “იუნაიტედი” ერთადერთი გუნდია, რომელიც მზადაა 25 წლის ფეხბურთელში 80 მილიონი ევრო(68 მილიონი ფუნტი) გადაიხადოს.
ფრენკის ოლდ ტრაფორდზე ხილვა ახალი მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის პირადი სურვილია. 52 წლის სპეციალისტი ყველაფერს აკეთებს, რათა თანამემამულე ინგლისში გადმოსვლაზე დაითანხმოს.