“მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან მალე კიდევ ერთ შეთავაზებას გაუკეთებს “აიაქსს” ენტონის თაობაზე, აცხადებს Telegraaf-ი.
თუმცა, მთავარი პრობლემა ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაა. ნიდერანდური კლუბი დიდ თანხას ითხოვს ბრაზილიელის სანაცვლოდ, რაც “წითელი ეშმაკებისთვის” მიუღებელია.
წყარო ასევე სძენს, რომ “აიაქსმა” ინგლისური გრანდის პირველი 45 მილიონიანი შეთავაზება 22 წლის ფეხბურთელის თაობაზე უარყო, რადგან კლუბს თავისი ერთ-ერთი ლიდერის ასეთ ფასად გაყიდვა არ სურს.
რაც შეეხება ენტონის, მან წინა სეზონში სულ 23 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიიწერა.
