The Atheltic: “მანჩესტერმა” კრისტიან ერიქსენს შეთავაზება გაუკეთა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” კრისტიან ერიქსენს შეთავაზება გაუკეთა, აცხადებს სანდო წყარო The Atheltic-ი.
კონტრაქტის პირობები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც წყარო სძენს “წითელმა ეშმაკებმა” დანიელ ფეხბურთელს გრძელვადიანი შეთავაზება გაუკეთეს.
30 წლის ნახევარმცველი პრემიერ-ლიგაში იანვრის თვეში დაბრუნდა, მას შემდეგ რაც მილანის “ინტერმა” მას კონტრაქტი გაუწყვიტა.
2021/22 წლების სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარით “ბრენფორდში” გაატარა, სადაც 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიიწერა.

Leave a comment