“მანჩესტერ იუნაიტედი” გუშინ ტაილანდში გაემგზავრა წინასასეზონო ტურზე, სადაც გუნდი ექვს მატჩს ჩაატარებს. “წითლების” განაცხადი 31 ფეხბურთელისგან შედგებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კლუბთან ერთად არ წავიდა კრიშტიანუ რონალდუ.
ამის საპირისპიროდ, The Athletic-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ “იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი დაბნეულია ბოლო დროინდელი განვითარებული მოვლენებით. ნიდერლადენლი სპეციალისტი ესაუბრა 37 წლის ფეხბურთელს ზაფხულის დასაწყისში, სადაც პორტუგალიელმა განაცხადა, რომ აღფრთოვანებული იყო ახალი მწვრთნელით და გუნდიდან წასვლას არ გეგმავდა.
როგორც წყარო წიტირებს ეს ყველაფერი 52 წლის სპეციალისტისთვის უკვე სასტიკ ხუმრობას გავს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ერიკმა რონალდუს წასვლის სურვილი მესამე მხარის მეშვეობით შეიტყო, რაც პირდაპირ არღვევს მის მიერ დადგენილ ხუთი წესიდან ერთ-ერთს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ კრიშტიანუმ “წითელი ეშმაკების” თავკაცებს კლუბიდან წასვლა სთხოვა, თუ გუნდი სასურველ შეთავაზებას მიიღებს.