პრემიერ-ლიგის 2021/22 წლების სეზონი დასრულდა და Transfermarkt-მა ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები დაასახელა.
“მანჩესტერ იუნაიტედიდან” ამ სიაში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ბრუნო ფერნანდეში მოხვდა, რომლის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის ინფორმაციით 81 მილიონი ფუნტია.
პირველ ადგილს კი “ტოტენჰემის” ფორვარდი ჰარი კეინი იკავებს მო სალაჰთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ვერ მოხვდა კრიშტიანუ რონალდუ გამორჩეული სეზონის მიუხედავად.