Daily Mail-ის პაპარაცებმა ერიკ ტენ ჰაგს მშობლიურ ქალაქ ოლდენზაალში ესტუმრა, სადაც ის ახლა მშობლებთან ერთად ატარებს დროს.
ერიკი დაიბადა და გაიზარდა 30-ათასიან ქალაქში, რომელიც მდებარეობს ნიდერლანდებისა და გერმანიის საზღვართან, ახლა კი მისი მშობლები ჰენი და ჯოკი მივიდნენ მის გასამხნევებლად
ერიკი როგორც კი დაითხოვეს გუნდიდან და ეს შეიტყო, ცნობისთანავე ჰოლანდიაში გაფრინდა, კლუბის ბაზაზეც კი არ მისულა. მისი მეუღლე ბიანკა და შვილები ინგლისში დარჩნენ წასვლის წინ საქმეების მოსაგვარებლად.
მეგობრებისა და მეზობლების თქმით, ერიკი ყველაზე კომფორტულად მშობლიურ ქალაქში გრძნობს თავს. ერთ-ერთმა მეზობელმა განუცხადა გამოცემას: ”გასაკვირი არ არის რომ ჰენი და ჯოკი ეწვივნენ ერიკს. ისინი ძალიან ახლოს არიან, ძალიან ამაყობენ თავიანთი შვილით და ყოველთვის მხარს უჭერენ მას“.
”ფაქტობრივად, ოლდენზაალში ყველა ამაყობს მისით და დიდ პატივს სცემს ტენ ჰაგის ოჯახს. აქ ერიკს შეუძლია საბოლოოდ დაისვენოს და იგრძნოს რომ მას აქვს საკუთარი პირადი სივრცე. დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან განსხვავდება იმისგან რაც მან მანჩესტერში განიცადა და ამიტომაც დაბრუნდა ასე სწრაფად.”