რუბენ ამორიმის პრესკონფერენცია სპორტინგის გუშინდელი მატჩის შემდეგ:

🗣️ რუბენ ამორიმის პრესკონფერენცია სპორტინგის გუშინდელი მატჩის შემდეგ:

  • „არავინ იცის არის თუ არა ეს გამოსამშვიდობებელი თამაში. ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის”
  • „არაფერი მაქვს სათქმელი, ჩემი ნებისმიერი პასუხი მხოლოდ მეტ ხმაურს შექმნის. არ მინდა ამით ცუდი საქმე გავაკეთო. არის კლუბის განცხადება, მათმა მიიღეს შეთავაზება, ჩვენ ჯერ არ ვიცით დეტალები.
  • მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესებულია მაგრამ ეს ჩემი არჩევანია. სანამ ყველაფერი არ გადაწყდება აჟიოტაჟს არ მოვაწყობთ. სათქმელი არაფერი მაქვს. მე გავაკეთებ იმას რაც მინდა, ისევე როგორც ყოველთვის. ”
  • „კომპენსაცია? ჩემს კონტრაქტზე არ ვისაუბრებ, ეს ჩემი და სპორტინგის საქმეა. ყველა პუნქტი რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში შესრულდება, შემიძლია ვთქვა რომ სპორტინგის ოფიციალური განცხადება შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას.
  • „ჯერ არ დასრულებულა გარიგება მანჩესტერ იუნაიტედთან? ვერაფერს გპირდებით ვიცი რომ ხვალ ვარჯიშზე ვიქნები და ესტრელასთან თამაშისთვის მოვემზადები.
  • „ვერ დაგიდასტურებთ იმ ფაქტს რომ „იუნაიტედმა“ პირადი შეთავაზება გამომიგზავნა. ჩემი გადაწყვეტილება პირადი გამაჩნია, როცა ამ გადაწყვეტილებას მივიღებ სპორტინგის გულშემატკივრებს გავაცნობ.

Leave a comment