რუბენ ამორიმი: ყველაფერს ვიტყვი, როცა სათქმელი მექნება

რუბენ ამორიმის სპორტინგმა გუშინ მატჩი მოიგო, პორტუგალიის ლიგის თასზე 3-1 დაამარცხა ნასიონალი.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტები ცდილობდნენ ამორიმის კომენტარის მიღება მანჩესტერ იუნაიტედში მის პოტენციურ გადასვლასთან დაკავშირებით.

“ყველაფერს ვიტყვი როდესაც რაიმე იქნება სალაპარაკო”, – თქვა პორტუგალიელმა და უპასუხა კითხვას მის მომავალთან დაკავშირებით.

ფეხბურთელები და გულშემატკივრები იმსახურებენ პირდაპირ და მკაფიო ახსნას, თუ მე დავტოვებ კლუბს მაგრამ ახლა ვერაფერზე ვისაუბრებთ.

“რა თქმა უნდა თუ კლუბს დავტოვებ, ფეხბურთელები განაწყენდებიან მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. იგივე მოხდა ბრაგაში, სადაც რაღაც განსაკუთრებული შევქმენით. დიახ, ეს შეიძლება იყოს რთული სიტუაცია, მაგრამ ეს არის ფეხბურთელების ცხოვრება.

Leave a comment