Sky Sports-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება რომ რუბენ ამორიმის მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა უკვე დროის საკითხია.
“ჩემი ინფორმაციით, რუბენ ამორიმის “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობები უკვე შეთანხმებულია, რჩება მხოლოდ მცირე დეტალები, ასე რომ სრულ შეთანხმებას ვერაფერი შეუშლის ხელს. კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება“, – წერს ჟურნალისტი.
“მნიშვნელოვანი ის არის რომ ამორიმი მზად არის შეუერთდეს “იუნაიტედს” დაუყოვნებლივ, სეზონის დასრულებამდე მოლოდინის გარეშე, მაგრამ მას არ სურს რაიმე ზეწოლა მოახდინოს “სპორტინგზე” კლუბისადმი პატივისცემის გამო. ის მხოლოდ მაშინ შეუერთდება იუნაიტედს, როდესაც ყველა მხარე მიაღწევს გონივრულ გადაწყვეტილებას. სპორტინგმაც უნდა მოძებნოს შესაფერისი მემკვიდრე.