რუბენ ამორიმის ბიოგრაფია

რუბენ ამორიმის მოკლე ბიოგრაფია მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალური საიტიდან

მანჩესტერ იუნაიტედის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მწვრთნელის რეპუტაცია, მიუხედავად იმისა რომ 39 წლისაა. მან სპორტინგი დააბრუნა პორტუგალიური ფეხბურთის მწვერვალზე, ლისაბონში ოთხი შთამბეჭდავი სეზონის განმავლობაში. დინამიური სისტემის გამოყენებით მან სწრაფად გაიკვალა გზა სპორტინგისკენ და დიდი წარმატებებს მიაღწია სპორტინგთან ერთად.

მისი სათამაშო კარიერა მოიცავდა ისეთ გუნდებს როგორიცაა ბელენენსესს, ბენფიკას, ბრაგას და ალ ვაკრას, ის იძულებული გახდა 32 წლის ასაკში გასულიყო პენსიაზე. თუმცა მან ოთხჯერ ითამაშა “იუნაიტედის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე, მათ შორის ორჯერ “ოლდ ტრაფორდზე”, სადაც ახლა დაიკავებს მთავარი მწვრთნელის სტატუს. ამორიმმა ასევე წარმოადგინა პორტუგალია ორ მსოფლიო ჩემპიონატზე და სულ 14 მატჩი ჩაატარა თავისი ქვეყნის ნაკრებში.

გადაწყვეტილი იყო დაეტოვებინა თავისი კვალი სამწვრთნელო სამყაროში, მან დაიწყო სამწვრთნელო კარიერა ქვედა დივიზიონში Casa Pia-ში და ის ნამყოფია ასევე იუნაიტედის ბაზაზე Carrington-ში, ის ჟოზე მაურინიოსთან გადიოდა მწვრთნელის ლიცენზიის მოსაპოვებლად სტაჟირებას, ჟოზე რომელიც მისი ერთ-ერთი შთაგონების წყარო იყო ამ სფეროში. ის თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას.

შემდეგ ამორიმი გადავიდა ბრაგაში, მისი მისვლის შემდეგ დაიწყო გუნდის კეთილდღეობის შესანიშნავი ტრანსფორმაცია. მან მიიყვანა ისინი Taca da Liga-ს წარმატებამდე, 2020 წლის დასაწყისში ფინალში FC Porto-სთან 1-0 მოგებით კი პირველი თასი მოიპოვა. ფინალის შემდეგ, თასის მოგებამ აშკარად გააძლიერა მისი მზარდი რეპუტაცია და ლიგაში მან ცხრა თამაშიდან რვა მოიგო.

სპორტინგი დარწმუნდა მის თვისებებში, სულ რაღაც 13 თამაშის შემდეგ და გადაიხადა მნიშვნელოვანი გამოსასყიდი თანხა ლისაბონში მისაყვანად. ამორიმის რწმენამ შედეგი გამოიღო. თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, რაც ბენფიკამ და პორტო დომინირებდა პორტუგალიაში, ამორიმ 2020/21 წლების სეზონში სპორტინგი პორტუგალიის ჩემპიონობამდე მიიყვანა, 19 წლის განმავლობაში პირველი თასი მოაპოვებინა გუნდს. მისმა გუნდმა მხოლოდ ერთი მარცხი განიცადა ლიგაში მთელი კამპანიის განმავლობაში.

მომდევნო სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდა. მიუხედავად რამდენიმე საკვანძო მოთამაშის დაკარგვისა, მან მოახერხა ევროპის ლიგაზე გამარჯვება არსენალთან პენალტების სერიაში 2023 წელს. განახლებული გუნდით, ამორიმმა მოიპოვა მეორე ლიგის ტიტული და სპორტინგის გასულ სეზონში 10 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ბენფიკას.

დღეისათვის ცხრიდან ცხრა მოგებამ და გოლების სხვაობამ 30-2 უზრუნველყო სპორტინგის ფავორიტის სტატუსი, ჩემპიონობის შესანარჩუნებლად. ეს რეკორდი მხოლოდ აძლიერებს იმ სტაბილურ დონეებს და მის ნიჭს რაც ამორიმმა მიაღწია პორტუგალიის დედაქალაქში.

Opta-ს მიხედვით, 2020 წლის მარტიდან, როდესაც ამორიმი სათავეში ჩაუდგა სპორტინგს აქვს ყველაზე მაღალი მოგების პროცენტი (77%) ევროპის ტოპ 10 ლიგის ნებისმიერ გუნდს შორის. თუმცა, ამორიმი ახლა მიდის ოლდ ტრაფორდზე ახალი გამოწვევისთვის.

აქ მანჩესტერში ის მანუელ უგარტესთან ერთად იქნება, ერთ-ერთ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელთან, რომლის განვითარებასაც მან ხელი შეუწყო ლისაბონში. ასევე მისი აღმოჩენაა მათეუს ნუნესი, ახლა მანჩესტერ სიტიში თამაშობს, ასევე პსჟ-ს მოთამაშე ნუნო მენდეში და ჟოაო პალინია, რომელმაც გასულ ზაფხულს დატოვა ფულჰემი და გადავიდა მიუნხენის ბაიერნში.

Leave a comment