“ნება მომეცით მადლობით დავიწყო. გმადლობთ, რომ ყოველთვის იყავით კლუბის გვერდით, იქნებოდა ეს გასვლით თუ მძიმე შეხვედრაში ოლდ ტრაფორდზე, თქვენ მხარდაჭერა ურყევი იყო. ოლდ ტრაფორდის ატმოსფერო ყოველთვის ამაღელვებელი იყო, მადლობა თქვენ. მეც და გუნდსაც საოცარი გრძნობა გვეუფლებოდა როცა მანჩესტერის ჩენთები გვესმოდა ოპონენტების სტადიონებზე, ისევე როგორც ინგლისში, ევროპასა თუ ზაფხულის ტურების განმავლობაში.
ყოველთვის მიხაროდა მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებთან შეხვედრა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მსიამოვნებდა ქუჩებში სეირნობა ინგლისში, ევროპაში, აზიაში, ავსტრალიაში თუ აშშ-ში და თაყვანისმცემლებთან საუბარი, თქვენ შთამაგონეთ, ერთიანობის ძლიერ გრძნობას ასხივებთ. სწორედ ეს ხდის იუნაიტედის გულშემატკივრებს განსაკუთრებულს.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ გრძნობისთვის და მხარდაჭერისთვის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ყველა დეპარტამენტის თანამშრომლებს ურყევი მხარდაჭერისთვის როგორც კარგ ასევე ცუდ პერიოდებში.
ჩვენ ორი ტიტული მოვიგეთ, ეს არის მიღწევა, რომსლსაც მთელი ცხოვრების მანძილზე დავაფასებ. რა თქმა უნდა, ჩემი ოცნება ტიტულების გაბინეტში მეტი თასის მოტანა იყო, თუმცა სამწუხაროდ ეს ოცნება დასრულდა.
მანჩესტერ იუნაიტედის ყველა გულშემატკივარს წარმატების, ტიტულებისა და გამარჯვების გარდა არაფერს ვუსურვებ. თქვენი თანადგომა და სითბო, რომელიც მივიღე, დამეხმარა თავი სახლში მეგრძნო.
მადლობა ამ ეტაპისთვის ჩემს ცხოვრებაში”