ისტორია მანჩესტერ იუნაიტედის ფორმის

ფორმა «ნიუტონ ჰიტი» 1892-1893

 

"ნიუტონ ჰიტის" ფორმა (1892-1893) - "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში განსაკუთრებული როლი გუნდის მთავარ ფორმას ეჭირა. ყველა გზა მიდის შორეულ 1878 წლებში, როდესაც ახალი საფეხბურთო კლუბის "ნიუტონ ჰიტის" ისტორია დაიწყო. იმ დროს კლუბს წითელი და მწვანე ფერის ფორმა ჰქონდა, მას შემდეგ გუნდმა ფორმების მხრივ მრავალი ფერი და სტილი სცადა. ეს იყო წითელ-ლურჯი, წითელ-თეთრი და თერთ-ლურჯი ფერების კომბინაციები. და მხოლოდ 1902 წელს, როდესაც "ნიუტონ ჰიტს" გადაარქვეს სახელი და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაარქვეს, კლუბი საბოლოოდ დათანხმდა წითელი, თეთრი და შავი ფერების კომბინაციას.

სათამაშო მაისუი «მანჩესტერ იუნაიტედის»  1922 დან 1927 მდე

 

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 1922-1927 წლებში - გამონაკლისი არის გამონაკლისი არის ოციანი წლების შუა პერიოდი, როდესაც იუნაიტედს ეცვა თეთრი, წითელი V-ზოლით მკერდზე. წორედ წითელი, თეთრი და შავი ფერები იქცა მანჩესტერ იუნაიტედის კლასიკურ ფერებად, რომელთანაც კლუბი დღემდე ასოცირდება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 40-იან წლებში

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 1957-წელს

   

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 1957 წლის ასოციაციის სუპერთასის ფინალში - 50-იან წლებში კლუბი პერიოდულად ამატებდა რაიმე სიახლეს ტანსაცმელში, ახალი საყელო იყო ეს თუ შარვლის ახალი ფერი, ხოლო 60-იან წლებში მანჩესტერ იუნაიტედი მთელი ათწლეულის განმავლობაში თითქმის ერთსა და იმავე ფორმაში თამაშობდა.

მაშინ მანჩესტერმა  ასტონ ვილა 4-0 დაამარცხა. ერთი რამ ცხადი იყო როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის: "არ აქვს მნიშვნელობა რას ატარებ, მნიშვნელოვანია, თუ როგორ თამაშობ მოედანზე." 60-იან წლებში კომპანია Umbro გახდა მანჩესტერ იუნაიტედის ფორმის მუდმივი მწარმოებელი. 70-იანი წლების ბოლოს უმბრომ ადგილი დაუთმო "ადმირალს", რომელიც, თავის მხრივ, არც თუ ისე ლამაზ ფორმას აწარმოებდა, მკლავებზე და საყელოზე უცნაური ზოლებით.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 1972-73 წლებში( მარცხნივ), 1978-79 (მარჯვნივ)

 

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 1972-73 წლებში( მარცხნივ), 1978-79 (მარჯვნივ) - 80-იან წლებში ფეხბურთის ფორმების სამყაროში რევოლუცია მოხდა. გუნდებმა დაიწყეს ფეხბურთის ფორმების გამოყენება, როგორც სარეკლამო პლატფორმა. 1980 წელს Adidas გახდა მანჩესტერ იუნაიტედის ტექნიკური სპონსორი. ერთი წლის შემდეგ კი წითელი ეშმაკების ფორმაზე პირველი სპონსორის ლოგო გამოჩნდა, ეს იყო იაპონური კომპანია Sharp.

 

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 1984-86 წლებში

ესენი არის ერთ-ერთი ფორმები, რომელზეც კლუბის ლოგო განთავსებულია შუაში და არა მარცხნივ გულთან ახლოს. 

  • "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 1986-88 წლებში

 

სწორედ ამ ფორმით თამაშობდა მანჩესტერ იუნაიტედი, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონი ჩაუდგა კლუბს სათავეში.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 1988-90 წლებში

 

ამ ფორმით მანჩესტერმა მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი, დაამარცხა კრისტალ პალასი. ეს იყო სერ ალექსის პირველი ტიტული იუნაიტედში. Adidas-თან თანამშრომლობა 1990 წლამდე გაგრძელდა და ბევრი გულშემატკივარი დღემდე თვლის, რომ გერმანელი მწარმოებლის მიერ დამზადებული მანჩესტერული ფორმები საუკეთესოა "წითელი ეშმაკები"-ის ფორმების ისტორიაში. 1990 წლიდან მანჩესტერ იუნაიტედის ფორმის ევოლუციაში ახალი ეტაპი დაიწყო. Adidas შეცვალა Umbro. ფორმა უფრო ფერადი და დეტალურად უფრო მდიდარი გახდა, ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა გულშემატკივრებისთვის. 

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 1990-92 წლებში

  

ეს იყო Adidas-ის ბოლო ფორმა.  მსგავსი გასვლითი ფორმა ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული მაისური იყო გულშემატკივრებში.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 1992-93 წლებში

 

Umbro-ს პირველი სეზონი, როგორც  სპონსორის 60-იანი წლებიდან იწყება. ეს ფორმა საკმაოდ პოპულარულია გულშემატკივრებში და მესამე გასვლითი ფორმა კვლავ მანჩესტერის ფანების ერთ-ერთი საყვარელი მაისურია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 1993-94 წლებში

 

 გასულ სეზონთან შედარებით, "იუნაიტედმა" ლურჯი გასვლითი ფორმა შავით შეცვალა. სწორედ ამ ფორმით შეასრულა ერიკ კანტონამ თავისი ცნობილი "კუნგ-ფუ" დარტყმა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 1994-95 წლებში

 

 სახლის ფორმაზე გამოსახული იყო ოლდ ტრაფორდის ნიმუში და ჰქონდა ხისტი საყელო. ის თაყვანისმცემლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფორმა გახდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 1995-96 წლებში

 

მიმდინარე სეზონის გასვლითი ფორმა მანჩესტერისთვის ყველა დროის ყველაზე საკამათო მაისურია. კარგად გაიყიდა და გულშემატკივრებსაც უყვარდათ, მაგრამ გუნდი ამ ფორმით უკმაყოფილი იყო . და მას შემდეგ, რაც სერ ალექსმა აიძულა ფეხბურთელები შეეცვალათ ფორმა საუთჰემპტონთან მატჩის შესვენებაზე, რადგან თვლიდა, რომ მოთამაშეები ერთმანეთს კარგად ვერ ხედავდნენ მოედანზე, ფორმა ამოიღეს წარმოებადან.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 1996-1997 წლებში

 

 ეს არის მეორე ფორმა, რომელზეც გუნდის ლოგო არის მაისურის ცენტრში. ნაცრისფერი ფორმა კი კლასიკური თეთრით შეიცვალა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 1997-1998 წლებში

  

რაიან გიგსმა სწორედ ამ სეზონის გასვლითი მაისურით გაიტანა მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი გოლი. პატრიკ ვიეირას ჯერ კიდევ უნდა ახსოვდეს უელსელი შესანიშნავი გასროლა და გახარებული გიგზი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 1997-2000 წლებში

 

 არ უნდა დაგვავიწყდეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორმა, რომელთანაც ერთად კლუბი 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა ევროპულ არენაზე. ამ საშინაო ფორმასთან იუნაიტედის გულშემატკივრებს განსაკუთრებული მოგონებები აქვთ - ბაიერნთან გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი გამორჩეული მომენტია ამ წლებიდან.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2000-01 წლებში

Sharp იცვლება Vodafone-ით. საშინაო მაისური კარგად იყიდება, მაგრამ გულშემატკივრები არ არიან კმაყოფილი ახალი სპონსორის დიდი ლოგოთი, რომელიც ფორმას ინტერესს უკარგავს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2001-02 წლებში

 

უმბროს გასული სეზონი, როგორც მანჩესტერ იუნაიტედის ტექნიკური სპონსორის, კარგ ნოტაზე დასრულდა. გამოვიდა ახალი მეორე და მესამე ფორმები.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2002-03 წლებში

 

100 მილიონი ფუნტი სტერლინგის სპონსორობის შედეგად ახალი გარიგე, რომელსაც მოჰყვა მანჩესტერ იუნაიტედის პირველი ფორმა, რომელიც გამოსცა ამერიკულმა სპორტულმა კომპანიან Nike-მა. ამ ფორმით დევიდ ბექჰემი მანჩესტერში ბოლო სეზონს თამაშობდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2003-04 წლებში

 

საშინაო ფორმა იგივე დარჩა, გასვლითი და მესამე მაისური კი შავ-თეთრი გახდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2004-05 წლებში

 

ამ საშინაო ფორმამ გულშემატკივრის მოწონება ვერ დაიმსახურა, რადგან სპონსორის ლოგო ჩრდილავს კლუბის ლოგოს, რომელიც მაისურის ცენტრშია განთავსებული.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2005-06 წლებში

 

სეზონის მესამე ფორმა არ გამოსულა, ამიტომ მანჩესტერ იუნაიტედს ჩემპიონთა ლიგაზე ლილის წინააღმდეგ ერთხელ მოუწია ბოლო ორი სეზონის მესამე ფორმის ტარება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2006-07 წლებში

 

კლუბი ტიტულოვან სპონსორს იცვლის. ამჯერად ეს არის AIG. ფორმა დამზადებულია რეტრო სტილში და საკმაოდ კარგად გამოიყურება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2007-08 წლებში

 

უპირველეს ყოვლისა, ამ სეზონის საშინაო ფორმა იმით დაამახსოვრდება კლუბის გულშემატკივრებს, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტიტული მოიგო.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2008-09 წლებში

 

ამ სეზონის მესამე ფორმა ეძღვნება 1968 წელს ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვების წლისთავს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2009-10 წლებში

 

კლუბის ახალი საშინაო ფორმა ეძღვნება ოლდ ტრაფორდის შექმნის 100 წლის აღნიშვნას და გამოსახულია შავი V-ს ფორმის ზოლი მკერდზე, ისეთივე, როგორიც კლუბის ფეხბურთელებს ეცვათ 1909-1010 წლების სეზონში.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2010-11 წლებში

 

AIG იცვლება ახალი მთავარი სპონსორით, ამჯერად Aon-ით. Nike-ის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ "წითელი, თეთრი და შავი ფერები მანჩესტერ იუნაიტედის დნმ-ის ნაწილია", როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ანტი გლეიზერის კამპანიის წინააღმდეგ არის გამართული.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2011-12 წლებში

 

ასეთი ფორმის დასამზადებლად გამოყენებულ იქნა 13 პლასტმასის წყლის ბოთლი. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა 30%-ით შემცირდეს ენერგიის მოხმარება ტრადიციული პოლიესტერის წარმოებასთან შედარებით.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2012-13 წლებში

 

საშინაო მაისური დაფარულია ტრადიციული ჯინემის ნიმუშით. ამრიგად, იუნაიტედმა პატივი მიაგო მუშათა კლასს და აღნიშნა მისი მონაწილეობა ამ გუნდის შექმნაში. იუნაიტედმა მოიგო მე-20 ლიგის ტიტული და სერ ალექს ფერგიუსონმა დატოვა გუნდი  სეზონის ბოლოს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2013-14 წლებში

 

ახალი ფორმის მთავარი ელემენტია შავი საყელო, სიმბოლო, რომელიც პოპულარული გახდა გულშემატკივრებში მას შემდეგ, რაც ერიკ კანტონამ მისი ტარება 90-იან წლებში გაავრცელდა. კარგმა ფორმამ, სამწუხაროდ, არ იმოქმედა კლუბის შედეგებზე.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2014-15 წლებში

 

Aon-ის ლოგო იცვლება Chevrolet-ის ლოგოთი, ეს გულშემატკივრებს აღიზიანებს მისი დიდ ზომის გამო. სლოგანი „ახალგაზრდობა, ვაჟკაცობა, სიდიადე“, რომელიც ასახავს კლუბის ძირითად ღირებულებებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2015-16 წლებში

 

იუნაიტედი და ადიდასი დაუბრუნდნენ თავიანთ პარტნიორობას მსოფლიო ფეხბურთში რეკორდული გარიგებით. არტნიორობას მსოფლიო ფეხბურთში რეკორდული გარიგებით. Adidas-მა გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა მხოლოდ სარეზერვო ფორმაზე, დაამატა ფორმას ნარინჯისფერი ფერი და გამოიყენა ნიმუში, რომელიც გვახსენებს 1992 წლის ფორმას.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2016-17 წლებში

მეორე სეზონისთვის, Adidas-მა შეიმუშავა დიზაინი, რომელიც მიუთითებს მწვანე და ყვითელ Newton Heat კომპლექტზე.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2017-18 წლებში

 

 Adidas ავრცელებს საკმაოდ სტანდარტულ საშინაო ფორმას, გასვლით მაისურს რეტრო დიზაინი აქვს, ხოლო მესამე ფორმა შერჩეული იყო კონკურსიდან, რომელშიც ფანები გაგზავნეს თავიანთი ესკიზები. გამარჯვებული იყო იტალიელი ფანი ანიელო კაროტენუტო, რომლის დიზაინი კლუბმა ექვსი ფინალისტიდან შეარჩია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ფორმა 2018-19 წლებში

 

მანჩესტერ იუნაიტედის საშინაო ტანსაცმლის თეთრი ფერი იცლება, შავი კი სულ უფრო და უფრო მატულობს. ფანები ნაკლები ენთუზიაზმით გამოირჩეოდნენ მაისურზე ბევრი შავი ზოლებით, მაგრამ შავი შორტებით ეს ხრიკი საკმაოდ კარგად გამოიყურება. გასვლითი მაისური ვარდისფერია. მესამე ფორმა ლურჯია ოქროს დეტალებით.