„ერთი წამითაც არ მიფიქრია რომ ისინი „მანჩესტერ სიტის“ და „არსენალს“-ს კონკურენციას გაუწევდნენ ჩემპიონობისთვის, იმის გათვალისწინებით თუ რა ფეხბურთელები მოიყვანეს. ამას დასჭირდება ისეთი ტრანსფერები როგორიც ჰარი კეინი ან დეკლან რაისია. ასეთი ტრანსფერებისთვის კი ფული არ ჰქონდათ.
მე არ ვიცნობ იუნაიტედის არცერთ გულშემატკივარს რომელიც მთელ თავის რისხვას ერიკ ტენ ჰეგისკენ მიმართავს. რაც მათ ნამდვილად სურთ არის კლუბის მფლობელების შეცვლა, სურთ სტაბილურობა და ფეხბურთელები რომლებიც მოედანზე ყველაფერს აკეთებენ გუნდისთვის. არა, მე არ ვამბობ რომ ფეხბურთელები თავდადებულები არ არიან უბრალოდ მეეჭვება რომ ისინი ამ ეტაპზე იუნაიტედის დონეზე არიან სწორედ ეს მაწუხებს.
ყველა წინა მენეჯერმა იყიდა თავისი ფეხბურთელები. ვფიქრობდი, რომ ამჯერად ახალ მწვრთნელებთან ერთად კლუბს უფრო ძლიერი სპორტული პროექტი ექნებოდა. მაგრამ "იუნაიტედმა" კვლავ დაუშვა მენეჯერმა სრული გავლენა მოახდინოს ტრანსფერებზე და ეს მაწუხებს. საკლუბო იერარქიის სათავეში მყოფებს არ აქვთ ხასიათი და უნარები სწორად იმოქმედონ.
თუ ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს საუკეთესო სპორტულ აგენტებზე, მანჩესტერ იუნაიტედს არ ჰყავს ისინი, უბრალოდ არ ჰყავს და ეს მაწუხებს".