რუნიმ გაიხსენა დრო როდესაც ის იუნაიტედიდან წასვლას აპირებდა

იუნაიტედის ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ მონაწილეობა მიიღო გადაცემაში Stick to football, სადაც, კერძოდ, ისაუბრა იმაზე თუ როგორ ცდილობდა ოლდ ტრაფორდის დატოვებას.

- რა თქმა უნდა, იმ ინციდენტის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა მწვრთნელთან არასდროს ყოფილა ისეთი როგორც ადრე. ეს მისთვის დიდი დარტყმა იყო, მან ახლახან დაკარგა კარლოს ტევესი, გაყიდა კრიშტიანუ რონალდუ და მე ვერ გამიშვებდა.

შემომთავაზეს 5-წლიანი კონტრაქტი, მაგრამ შემდეგ ჩვენ უბრალოდ ავდექით და გავუშვით ტევესი და რონალდუ, მე კი მწვრთნელს ვუთხარი: "ფილ ჯონსის და კრის სმოლინგისადმი უპატივცემულობას არ გამოვხატავ, მაგრამ ისინი კარლოს და კრიშტიანოს ვერ ჩაანაცვლებენ!" მე მხოლოდ გარანტიები მინდოდა რომ ფეხბურთელების გაყიდვას შევწყვეტდით. კარიერის დასასრულს ვუახლოვდებოდი და დრო მეწურებოდა, ამიტომ ვფიქრობდი რომ მნიშვნელოვანი იყო ამ კითხვის დასმა ფერგიუსონისთვის. მე მასთან შევედი ოთახში და ვკითხე მოვიგებთ თასებს თუ იქნება 3-4 წლიანი გარდამავალი პერიოდი? ფერგიუსონმა კი მიპასუხა ზუსტად 2 წამში დამეტოვებინა მისი კაბინეტი და გავსულიყავი შორს მისი ხედვის არეალიდან, მაგრამ დევიდ გილს უფრო კარგად ესმოდა ჩემი მდგომარეობა ფერგიუსონისგან განხვავებით.

როცა ტრანსფერზე განაცხადი შევიტანე, გილს ჯერ კიდევ ვესაუბრებოდი, საითკენ მიდიოდა კლუბი და რას აპირებდნენ. ახლა როგორც მწვრთნელი ვარ და უკან ვიხედები მესმის რომ ეს ალბათ არასწორი იყო ჩემსგან. მაგრამ იმ დროს ვგრძნობდი რომ სწორ საქმეს ვაკეთებდი, რადგან მინდოდა ჩემი კარიერის დაცვა. როგორც კი გილმა ამიხსნა რას აკეთებდა კლუბი და რას აპირებდა მომავალში, მე ვუთხარი: „კარგი გასაგებია, მაგრამ მწვრთნელს უბრალოდ უნდა ეთქვა ეს ყველაფერი“. შემდეგ კი ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი.


ლუის ვან გაალის შესახებ
- სევდიანი ვიყავი როცა ლუიმ "იუნაიტედი" დატოვა. 2016 წლის ასოციაციის თასის ფინალში მისმა მეუღლემ შეიტყო რომ ლუის გაათავისუფლებდნენ, შედეგის მიუხედავად. ასე რომ მან იცოდა ყველაფერი თამაშამდე და შემდეგ თამაშის შემდეგ როცა გამარჯვების წვეულება გვქონდა ის უბრალოდ წყნარად იჯდა ოჯახთან ერთად კუთხეში, მიუხედავად იმისა რომ ჩვეულებრივ საკმაოდ ხმაურიანი და მხიარული ადამიანია. მივედი მასთან და ვუთხარი რომ ისიამოვნეთ წვეულებით, რადგან თასი მოვიგეთ, მაგრამ მან იცოდა რომ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, მიუხედავად იმისა რომ კლუბს არაფერი უთქვამს პირადად მისთვის. როგორც ვთქვი, წვეულების მეორე დღეს მან გაგვიზიარა წინასასეზონო ვარჯიშის გეგმები ასე რომ ვფიქრობ მან საქმე ბოლომდე მიიყვანა, მიუხედავად იმისა რომ უშვებდნენ ის ბოლომდე ერთგული იყო.
მახსოვს ერთ დღეს მივუახლოვდი და ვუთხარი რომ ფეხბურთელებს კარგავს და ვარჯიშის პროცესის შეცვლა იყო საჭირო, რადგან სიტუაცია უფრო და უფრო რთულდებოდა. ბოლო დღეებში  ლუიმ მკითხა, როგორ შეიძლებოდა შეცვლილიყო სიტუაცია  მოთამაშეების დასაბრუნებლად და გუნდის გაერთიანებისთვის, მაგრამ მაშინ უკვე გვიანი იყო.
პეპ გვარდიოლას შესახებ
- ჩემთვის ჩვენი დროის, თანამედროვე მენეჯერებს შორის, საუკეთესო მწვრთნელი პეპია. შეხედეთ როგორ ადაპტირდება ის: მათი თამაში ახლა ძალიან განსხვავდება ოთხი წლის წინ თამაშისგან. ის აგრძელებს ძალიან დახვეწილ ცვლილებებს, თუ როგორ თამაშობს გუნდი და შემდეგ ხედავთ რომ ყველა სხვა ცდილობს იგივე გააკეთოს. მნიშვნელოვანია გქონდეთ საკუთარი პრინციპები და იდეები იმის შესახებ თუ როგორ გინდათ თამაში და ეს არის ის რის გაკეთებასაც ვცდილობდი დერბიში, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა, რა მოხდება, თუ პეპი მოვა და მთხოვს, ვიყო მისი ასისტენტი? უყოყმანოდ წავალ იქ.
მოკრივის კარიერის შესახებ ჭორების შესახებ
- ამ წუთებში მე ვარ ორიენტირებული არა კრივში, არამედ სამწვრთნელო პოზიციის დაბრუნებაზე.

კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis