NEWPORT COUNTY - MANCHESTER UNITED LIVE - მატჩის მიმოხილვა

ნიუპორტის ქაუნთი - მანჩესტერ იუნაიტედი

სტადიონი: როდნი პარადი, ნიუპორტი.

ტურნირი: ასოციაციის თასი, მე-4 ტური.

თარიღი: კვირა 2024 წლის 28 იანვარი.

დრო: 20:30 (თბილისის დროით) 


მატჩის საყურებლად დააკლილიკეთ აქ  👉 LIVE


მეორე ლინკი  👉  LIVE 2

ლინკი მესამე  👉  LIVE 3


"Მანჩესტერ იუნაითედი"


ერიკ ტენ ჰეგმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა რომ დღევანდელ თასის მატჩში გუნდის კარში დებიუტს შეასრულებს ალტაი ბაინდირი, რომელიც აფრიკის თასზე მოასპარეზე ანდრე ონანას შეცვლის. მცველები ლუკ შოუ და ჰარი მაგუაირი დაუბრუნდნენ ვარჯიშს ძირითად გუნდთან ერთად,  ფორვარდი ენტონი მარსიალი დიდი ხნით ჩამოშორდა გუნდს,  საზარდულის კუნთებზე ოპერაციის შემდეგ, ენტონი მიუწვდომელი იქნება მინიმუმ 10 კვირა. მარკუს რაშფორდი და ჯონი ევანსი ავადმყოფობის გამო, საეჭვოა მათი თამაში.


დისკვალიფიკაცია: არა

დაშავებულები: მალასია (მუხლი), მაუნთი (კუნთი), ლინდელოფი, მარსიალი (ორივე საზარდულის კუნთი).

საეჭვო: რაშფორდი, ევანსი (ორივე ავად არის).

მიუწვდომელია: ამრაბატი, ონანა (ორივე აფრიკის თასი).


ასოციაციის თასზე იუნაიტედი


მანჩესტერ იუნაიტედმა ინგლისის ასოციაციის თასი 12-ჯერ მოიგო - 1909, 1948, 1963, 1977, 1983, 1985, 1990, 1994, 1996, 1999, 2004, 2016 წლებში.


მანჩესტერ იუნაიტედმა ტურნირი 12-ჯერ მოიგო (ამ უძველეს ინგლისურ ტურნირში მხოლოდ არსენალს აქვს მეტი გამარჯვება - 14). ბოლოს მანკუნიელებმა წარმატება 2016 წლის მაისში იზეიმეს, როდესაც უემბლიზე ფინალში კრისტალ პალასი ანგარიშით 1:2 დაამარცხეს.


მანჩესტერ იუნაიტედმა 21-ჯერ ითამაშა ასოციაციის თასის ფინალში, რაც რეკორდია არსენალთან ერთად, ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ მონაწილეობა ფინალში. იუნაიტედმა  12-ჯერ მოიგო თასი, ცხრაჯერ დამარცხდა ფინალში,  (ბოლოს 2023 წლის ივნისში სიტისთან 2-1) 


ერიკ ტენ ჰეგის გუნდი გასული სეზონს ფინალში ამ ტურნირის ფინალში გავიდა, ფინალში მანჩესტერ სიტისთან 2-1 დავმარცხდით,  ეს ტურნირი წარმოადგენს 2023-24 წლების სეზონში თასის მოგების ერთადერთ რეალურ შანსს.


მანჩესტერ იუნაიტედმა FA თასის ბოლო 51 მატჩიდან 49-ში მოიპოვა კვალიფიკაცია მომდევნო რაუნდში,  მხოლოდ ორჯერ წააგო: 2009-10 სეზონში ლიდს იუნაიტედთან და 2021-22 სეზონში მიდლსბროსთან.


პერსონალური შეხვედრები


მეტოქეები ერთმანეთს არცერთ ტურნირზე არ შეხვედრიან. ეს იქნება ნიუპორტისა და მანჩესტერ იუნაიტედის პირველი შეხვედრა.


ნიუპორტელებმა ბოლო 23 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგეს პრემიერ ლიგის მეტოქეების წინააღმდეგ ყველა ტურნირნირზე, 2018-19 წლებში ინგლისის თასზე ლესტერ სიტი დაამარცხეს.

 

მსაჯთა გუნდი:


მთავარი არბიტრი: დევიდ კუტი (ნოტინჰემშირი).


მიმდინარე სეზონში მან პრემიერ ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა. აჩვენა 44 ყვითელი და 3 წითელი ბარათი.


გვერდითი მსაჯები: ტიმოთი ვუდი, კრეიგ ტეილორი.


სარეზერვო მსაჯი: ენდრიუ ქითჩენი.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis