"ბრაიტონი" ამ ზაფხულს აქსელ ტუანზებეს დამატებას გეგმავს

აქსელ ტუანზებემ 2021/22 წლების სეზონი იჯარით "ასტონ ვილაში" გაატარა, სადაც 11-ჯერ მოირგო ინგლისელების მაისური. ამის შემდეგ 24 წლის ფეხბურთელი იტალიაში გადაბარგდა, კერძოდ "ნაპოლიში" , სადაც მხოლოდ 130 წუთი ითამაშა.


 Football Insider-ის ცნობით, "ბრაიტონი" ეძებს ახალ ცენტრალურ-მცველს, რომელიც შეცვლის დენ ბერნს, რომელმაც იანვარში დატოვა კლუბი და "ნიუკასლს" შეუერთდა. მთავარ ფავორიტად კი ამ პოზიციაზე აქსელი მოიაზრება. წყარო ასევე სძენს, რომ "თოლიების" მთავარი მწვრთნელის გრეჰემ პოტერის პირადი სურვილია, ტუანზებეს ამექს სტეიდიუმზე ხილვა.


ინგლისელი მცველი "წითელი ეშმაკების" აკადემიას რვა წლის ასაკში შეუერთდა და მას შემდეგ სულ 37 მატჩი ჩაატარა ინგლისურ გრანდში, სადაც ვერც ერთ შეხვედრაში ვერ მოახერხა თავის გამოჩენა.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis