ერიკ ტენ ჰეგმა აღიარა რომ ალეხანდრო გარნაჩო არ იყო საკმარისად კარგი სეზონის დასაწყისში

"სეზონის დასაწყისში როდესაც ის თამაშობდა ხედავდით რომ მისი წვლილი თამაშში საკმარისად კარგი არ იყო. მას ასევე ჰქონდა კარგი მომენტები. თქვენ ხედავდით რომ ის საფრთხეს უქმნიდა მაშინაც კი როცა კარგად არ თამაშობდა.

თუ ის ასრულებს იმას რასაც სავსახავთ მატჩის წინ, ყოველთვის ექნება შანსები, ის ყოველთვის შეძლებს თამაშის გადაწყვეტას ინდივიდუალურად, რადგან მას აქვს დიდი უნარები. ეს არის ის რაც მან უნდა ისწავლოს.

მხოლოდ ბურთით თამაში არ არის მნიშვნელოვანი, როგორც დღეს იყო მინდა ვნახო როგორ თამაშობს ბურთის გარეშე, როგორ შეაღწევს საჯარიმოში და სწორ პოზიციაში აარჩევს დარტყმისთვის.

ვფიქრობ მისი ასაკის ფეხბურთელისთვის ნორმალურია რომ მას განვითარების დიდი ადგილი აქვს.

ყველას მოსწონს ის, გულშემატკივრებს მოსწონთ, გუნდს მოსწონს ის, მეც მომწონს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მისგან მეტი, რადგან მას შეუძლია ძალიან მაღალ დონეზე თამაში და ეს ყოველდღე უნდა აჩვენოს.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis