ბრაიან რობსონი იუბილარია

დღეს ლეგენდა 67 წლის გახდა.

🤔 შეიძლება ზოგმა არ იცის მაგრამ ბრაიან რობსონი მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია, რამ განაპირობა ეს?

❤️ 461 მატჩი

❤️ 99 გოლი

❤️11 თასი

✍️ მომავალი კაპიტანი და უდავო ლიდერი მოვიდა კლუბში 1981 წლის ოქტომბერში რეკორდულ £1,5 მილიონ ფუნტად ვესტ ბრომვიჩიდან და აიღო ნომერი შვიდი, 7 ნომერს ჯერ არ ჰქონდა ისეთი საკულტო ისტორია, როგორიც ახლაა.

🫡 მოკლე დროში ბრაიანი გუნდის ლიდერი გახდა და სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ მიიღო კაპიტნის სამკლაური, რომელსაც 1994 წელს კლუბის დატოვებამდე ატარებდა - 12 წელი (კლუბის რეკორდი).

💪 „კაპიტან მარველი“ გამოირჩეოდა შესანიშნავი ტექნიკით, ემოციებით, თავდადებით და ლიდერული თვისებებით - ყველაფერი რასაც სერ ალექსი აფასებდა თავის ფეხბურთელებში, ამიტომ ნახევარმცველმა შოტლანდიელის მოსვლის შემდეგაც არ დაკარგა პოზიცია გუნდში.

😍 იუნაიტედში ყოფნის დროს, ბრაიანმა გულშემატკივრებს ბევრი სასიამოვნო საფეხბურთო მომენტები აჩუქა, მათ შორის ლეგენდარული თამაში ბარსელონას წინააღმდეგ, მაგრამ ინგლისელის კარიერის დაგვირგვინებული მიღწევა იყო ჩემპიონონა 92/93 სეზონში, რაზეც იგი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში დავდაუზოგავად შრომობდა.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis