ტენ ჰაგმა მარსიალი გუნდს მოჰქვეთა

Daily Mail: ტენ ჰეგმა მარსიალი გაგზავნა გუნდისგან მოშორებით ინდივიდუალური ვარჯიშისთვის, სანამ ფორმას არ აღიდგენს ის გუნდში ვერ დაბრუნდება სანამ ფორმას აღიდგენს


გასულ თვეში ავად გახდომის შემდეგ მარსიალი თანაგუნდელებთან ერთად არ ვარჯიშობდა. ავადმყოფობამ ის 9 დეკემბრის შემდეგ ვარჯიშების გარეშე დატოვა, მარსიალის შესახებ კითხვაზე ტენ ჰეგს არ უთქვამს დეტალები და გასულ კვირას მხოლოდ ის თქვა რომ ფეხბურთელი ტოტენჰემის წინააღმდეგ არ იქნებოდა ხელმისაწვდომი. ვარაუდობენ რომ 28 წლის ფეხბურთელი ამ დროისთვის ტრავმის გარეშეა, მას არანაირი ტრავმა არააქვს, მაგრამ ჯერ ვერ დაბრუნდება გუნდში სანამ ფორმას არ აღიდგენს


თენ ჰეგის გადაწყვეტილება, გაეგზავნა მარსიალი გუნდისგა მოშორებით სავარჯიშოდ არ იყო დისციპლინური სასჯელი, მაგრამ ასახავდა მწვრთნელის დამომიკიდებულებას მისი ცუდი ფორმის გამო, როგორც ჩანს, მარსიალი არ არის მზად გუნდთან იმ ინტენსივობით ივარჯიშოს, რასაც ტენ ჰეგი ითხოვს თავისი მოთამაშეებისგან ვარჯიშის დროს.


"იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელმა გასულ თვეში ავადმყოფობის გამო გამოტოვა თამაშები. მარკუს რაშფორდმა ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში თამაში ბაიერნის წინააღმდეგ, ნოროვირუსით ინფიცირების გამო. მაგრამ ის გუნდში რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა და ლივერპულთან მატჩში ითამაშა.


მოთამაშეების ინდივიდუალურად მომზადება, განსაკუთრებით ტრავმის შემდეგ, სტანდარტული პრაქტიკაა იუნაიტედში, მაგრამ გასაკვირი იყო რამდენი დრო დასჭირდა მარსიალს ფორმის აღდგენისთვის.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis