რალფ რანგნიკმა გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა - ვინ დააკლდება ინგლისურ გრანდს მნიშვნელოვან შეხვედრაში?

კვირას "მანჩესტერ იუნაიტედი" 2021/22 პრემიერ-ლიგური წლის  ბოლო მატჩს გამართავს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ და მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდება. დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა გუნდის მდგომარეობაზე  ისაუბრა და განაცხადა:


"სამწუხაროდ ბევრი ფეხბურთელი გვაკლია და კიდევ ბევრის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა უნდა დაველოდოთ ხვალინდელ ვარჯიშს. რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ ეხლა არ მინდა ყველა სახელის ჩამოთვლა. ლუკ შოს ცოლმა დღეს მეორე  შვილი გააჩინა და არ ვიცი იქნება თუ არა ინგლისელი ბოლო მატჩში.

დღევანდელ ვარჯიშზე სეანსი დროზე ადრე ორმა ფეხბურთელმა დატოვა, ესენი ფილ ჯონსი და ჯეიდონ სანჩო იყვნენ, რომლებმაც მცირე დისკომფორდი იგრძნეს. სამწუხაროდ, ალეხანდრო გარნაჩო ავად იყო და დღეს დაგვიბრუნდა, თუმცა არ ვიცი, რამდენამ არის იგი ფიზიკურად მზად ამ მატჩის ჩასატარებლად. " - განაცხადა რალფ რანგნიკმა.


Manchester Evening News-ი დამატებით სძენს იმასაც, რომ პოლ პოგბას მთელი კვირა არ უვარჯიშია "ლივერპულთან" მიღებული ტრამვის გამო და დიდი ალბათობით ფრანგისთვის მანჩესტერული კარიერა დასრულებულია, რადგან ის ზაფხულში ოლდ ტრაფორდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis