უარი მანჩესტერს? ფორსონ ორმარის ბედი ცნობილი ხდება

Manchester Evening News-ი წერს რომ ომარი ფორსონმა უარყო იუნაიტედის ბოლო შეთავაზება ახალი კონტრაქტის შესახებ და შესაძლოა ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდეს. გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ სულ უფრო სავარაუდოა, რომ ფეხბურთელი კლუბს დატოვებს.


19 წლის ფორვარდით პრემიერ ლიგისა და ჩემპიონშიპის რამდენიმე გუნდი არის დაინტერესებული, რომლებიც მზად არიან ფორსონს მეტი სათამაშო დრო შესთავაზონ.


ფორსონი გახდა აკადემიის მეხუთე მოთამაშე, რომელმაც დებიუტი შეასრულა პირველ გუნდში ერიკ ტენ ჰეგის დროს. მან მონაწილეობა მიიღო ასოციაციის თასის მატჩში და ორი სათადარიგო მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე.


მიმდინარე სეზონში ომარიმ 21-წლამდელთა გუნდშ 8 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis