"იუნაიტედი" ნგოლო კანტეს შეძენას განიხილავს

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში ნგოლო კანტეს შეძენას განიხილავს, როგორ ამას ერთ-ერთი სანდო წყარო Guardian იტყობინება. The Athletic ასევე სძენს, რომ "წითელი ეშმაკები" მის იაფად შეძენას შეეცდებიან, რადგან ფეხბურთელს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მისი მომავალი "ჩელსიში" ჯერ კიდევ გაურკვეველია. 


ოლდ ტრაფორდის ბინადრებს სურთ გააძლიერონ თავიანთი ნახევარდაცვის ხაზი და ნემანია მატიჩის შემცვლელად 31 წლის ფრანგს მოიაზრებენ. ასევე ერიკ ტენ ჰაგი არის ნახევარმცველის დიდი გულშემატკივარი და ფიქრობს, რომ ნგოლო მის სქემაში იდეალურად ჩაჯდება. 


"ჩელსიმ" შესაძლოა განიხილოს კანტეს გაყიდვა, რადგან მან ამ სეზონის უდიდესი ნაწილი ტრამვების გამო გამოტოვა, მაგრამ ამ მომენტში ისინი საკმარისად არ არიან დარწუმებულნი ამ გადაწყვეტილებაში. გასულ სეზონში ფეხბურთელმა პრემიერ-ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis