ფილ ჯონსმა "იუნაიტედის" ლეგენდებისგან შემდგარი ხუთკაციანი სია დაასახელა - ვინ მოხვდა ინგლისელის შემადგენლობაში?

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს ფილ ჯონსს სთხოვეს, ხუთი-ხუთზე თამაშისთვის "წითელი ეშმაკების" ისტორიაში ხუთი საუკეთესო ფეხბურთელები დაესახელებინა.


30 წლის ინგლისელის ოცნების გუნდში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: მეკარე - ედვინ ვან დერ საარი, დაცვის ხაზი - ნემანია ვიდიჩი და სტივ ბრიუსი, ნახევარმცველი - პოლ სქოულზი და გამოკვეთილი ფორვარდი - ვეინ რუნი.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მცველმა ხუთკაციან გუნდში თავისი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ არ შეიყვანა. 


შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯონსს, ისევე როგორც პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis