"აიაქსმა" ენტონის სატრანსფერო თანხა დაასახელა - სურს თუ არა ბრაზილიელს ოლდ ტრაფორდზე თამაში?

[media=https://test-cdn123123123.b-cdn.net/sport1il/index.m3u8]


"აიაქსმა" თავისი ერთ-ერთი ლიდერის, ენტონის სატრანსფერო თანხა დაასახელა, აცხადებს ცნობილი ბრიტანული წყარო MEN-ი.


როგორც წყარო სძენს, ნიდერლანდული გრანდი ბრაზილიელ ვინგერს მხოლოდ და მხოლოდ 50 მილიონ ფუნტად შეელევა.


თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 22 წლის ფეხბურთელმა ოლდ ტრაფორდზე თამაშის სურვილი გამოთქვა და ის მზად არის ინგლისურ გრანდში გადაბარგდეს.


შეგახსენებთ იმასაც, რომ "წითელი ეშმაკები" ენტონის გარდა "ბარსელონას" ნახევარმცველთან, ფრენკი დე იონგთანაც აწარმოებენ მოლაპარაკებებს.


ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვის დამატებას შეძლებს "იუნაიტედი" ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis