The Sun: კრიშტიანუმ თანაგუნდელებს უთხრა, რომ მომდევნო სეზონში კლუბის დატოვებას არ აპირებს

12-05-2022, 21:50 Admin
0 manchester
The Sun: კრიშტიანუმ თანაგუნდელებს უთხრა, რომ მომდევნო სეზონში კლუბის დატოვებას არ აპირებს
ხშირი იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ზაფხულში კრიშტიანუ რონალდუ ოლდ ტრაფორდს დატოვებდა. მთავარი მიზეზი კი ამისა იყო ის, რომ ინგლისური გრანდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ იასპარეზებს.

თუმცა, როგორც The Sun ციტირებს, კრიშტიანუ რონალდუმ თანაგუნდელებს აცნობა, რომ მომდევნო სეზონში კლუბის დატოვებას არ აპირებს. პორტუგალიელ ფორვარდს სურს დარჩეს ინგლისში და იმუშაოს ახალ მთავარ მწვრთნელთან ერიკ ტენ ჰაგთან . ის მხოლოდ იმ შემთხევაში დატოვებს კლუბს თუ ამას ხელმძღვანელობა მოითხოვს.

“იუნაიტედის” წყარომ განუცხადა The Sun-ს: “რონალდუმ უთხრა ფეხბურთელებს, რომ არსად არ წავა. არავინაა მასზე იმედგაცრუებული იმის გამო, თუ როგორ დასრულდა სეზონი. მაგრამ მას არ სურს ოლდ ტრაფორდის დატოვება და სურს დაეხმაროს კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში და მომავალ წელს ტიტულის მოპოვებაში”

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ სერ ალექს ფერგიუსონი იყო ის ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა რონალდუს ამ გადაწყვეტილებაში.
Tags:
Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები