მოულოდნელი ინფორმაცია! - "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი "ფულემში" ითამაშებს?

ბრაზილიელი ჟურნალისტის მარსელო ჰაზანის თქმით, "ფულემი"  "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუთანხმდა ანდრეა პერეირას დამატებასთან დაკავშირებით.


როგორც წყარო ციტირებს, პრემიერ-ლიგაში ახლად დაბრუნებული გუნდი მზად არის ინგლისურ გრანდს ბრაზილიელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო + 3 მილიონი ბონუსები შესთავაზოს.


26 წლის ფეხბურთელს იჯარა "ფლამენგოში" 30 ივნისს ეწურება და დიდი ალბათობით ამის შემდეგ, იგი "ფულემის" რიგებს შეუერთდება.


პერეირამ გასულ სეზონში ბრაზილიური კლუბის რიგებში სულ 13 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიატანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis