დისციპლინა უპირველეს ყოვლისა! - ერიკ ტენ ჰაგმა ფეხბურთელები 9 საათზე დაიბარა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ფეხბურთელები დილის 9 საათზე დაიბარა, აცხადებს ბრიტანული წყარო MEN-ი.


ნიდერლანდელს სურს, რომ ყველა ფეხბურთელი დილის 9 საათზე კარინკტონზე გამოცხადდეს. ამით 52 წლის სპეციალისტი კლუბში დისციპლინის დამყარებას ცდილობს.


ოლე გუნარ სულშერის დროს, "იუნაიტედის" მოთამაშეებს უფლება ჰქონდათ ვარჯიშზე 10 საათზე გამოცხადებულიყვნენ, რაც ბევრი საფეხბურთო ექსპერტისთვის მიუღებელი იყო და ისინი ნორვეგიელს ყოვეთვის აკრიტიკებდნენ ამ გადაწყვეტილების გამო.


შეგახსენებთ იმასაც, რომ ერიკ ტენ ჰაგი ოლდ ტრაფორდზე "აიაქსიდან" გადმობარდგა. ნიდერლანდლურ კლუბში მწვრთნელობის პერიოდში კი მან ექვსი ტიტულის მოგება შეძლო.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis