უახლესი ცნობები - როდის წარადგენს "იუნაიტედი" დე იონგს?

Sky Germany-ის ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის თქმით, დიდი ალბათობით "მანჩესტერ იუნაიტედი" ფრენკი დე იონგს ამ შაბათს-კვირას წარადგენს.


"ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის შეთანხმება საბოლოოდ შედგა, მხოლოდ დარჩენილია პირადი კონტრაქტის დეტალები, რაც პრობლემას არ წარმოადგენს.


იმავდროულად, ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბლაუგრანამ" 25 წლის ფეხბურთელის გამოსამშვიდებელი ვიდეო უკვე გაამზადა.


შეგახსენებთ იმასაც, რომ ინგლისური გრანდი ნიდერლანდელის ტრასფერის გარდა ტაირელ მალასიას დამატებაზეც მუშაობს. კლუბმა  "ფეინოორდთან" შეთანხმებას მიაღწია, დარჩენილია მხოლოდ ფეხბურთელთან სიტყვიერი შეთანხმება.




კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis