წინასასეზონო მატჩები - გუნდს 15 ფეხბურთელი უბრუნდება

სანაკრებო შესვენების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედს" ორშაბათს 15 ფეხბურთელი დაუბრუნდება, აცხადებს Manchester Evening News-ი. 


ერიკ ტენ ჰაგი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდა გუნდთან, რომელიც შედგებოდა პირველი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელისგან და 23 წლამდე ახალგაზრდებისგან.


გუნდს შემდეგი ფეხბურთელები დაუბრუბდებიან:

კრიშტიანუ რონალდუ, ჰარი მაგუაიერი, ბრუნო ფერნანდეში, რაფაელ ვარანი, დიეგო დალო, ალექს ტელეში, ერიკ ბაილი, სკოტ მაქტომინეი, ჯეიმს გარნერი, ჰანიბალ მეჯბრი, ფრედი, ფაკუნდო პელისტრი, ენტონი ელანგა, დაილან ლევიტი, დერმოტ მეი. 


შეგახსენებთ იმასაც, რომ "წითელი ეშმაკები" ტაილანდში 8 ივლისს გაფრიდებიან.  გუნდი პირველ წინასასეზონო მატჩს 12 ივლისს "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis