ტენ ჰაგს თავდამსხმელის დამატება სურს - ვინ არის კლუბის ფავორიტი?

17-05-2022, 16:55 badri
0 manchester
ტენ ჰაგს თავდამსხმელის დამატება სურს - ვინ არის კლუბის ფავორიტი?

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომ გუნდმა ზაფხულში ახალი თავდამსხმელი დაიმატოს. ედინსონ კავანი კლუბს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ხოლო რონალდუ არ არის ისეთი პროდუქტიული, როგორიც წინა წლებში იყო.


ნიდერლანდელი ფიქრობს, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ყველა შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს მისი ასაკიდან გამომდინარე. ამიტომ 52 წლის სპეციალისტს სურს ახალგაზრდა ცენტრფორვარდის დამატება, რომელიც შეძლებს გუნდში 37 წლის ფეხბურთელის ჩანაცვლებას.


ინგლისური გრანდის ერთ-ერთი ფავორიტი ამ პოზიციაზე კი დეივინ ნუნიესია, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდი ალაბთობით "ბენფიკას" დატოვებს და სხვა რომელიმე ევროპულ გუნდს შეუერთდება.  პორტუგალიელები კი მის სანაცვლოდ 51 მილიონ ევროს ითხოვენ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვის დაიმატებს "იუნაიტედი" ამ ზაფხულს.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები