ტენ ჰაგის პრესკონფერენცია არსენალთან მატჩის წინ

🎙️ ერიკ ტენ ჰეგის პრესკონფერენციის მეორე ნაწილის მიმოხილვები არსენალთან მატჩის წინ.


🗣 რასმუს ჰოილუნდის შესახებ:


„რატომ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება რასმუსმა? ჯერ ძალიან ცოტა დრო გავიდა, ჯერ მატჩშიც კი არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ვარჯიშზე ადასტურებს იმ შთაბეჭდილებას რაც გვქონდა  როცა თვალყურს ვადევნებდით ყიდვამდე. მან ამ კვირაში ძალიან კარგად იმუშავა და დიდ საუკეთესო განწყობაზეა. დარწმუნებული ვარ ჩვენ სწორად მოვიქეცით მისი გუნდში გადმოყვანით, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გვინდოდა რომ ის დაუყოვნებლივ ყოფილიყო ხელმისაწვდომი პირველივე მატჩიდან თუმცა ის ახლა კარგ ფორმაშია, ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვართ მისით“.


🗣 ჩემპიონობისთვის ბრძოლის შესახებ:


„დიახ, მე ნამდვილად ვთქვი რომ შარშან: ახლა მხოლოდ სიტის აქვს უფლება  ჩემპიონობაზე ისაუბროს. ეხლაც შემიძლია იგივე გავიმეორო. დიახ, ჩვენ გავაძლიერეთ გუნდი მაგრამ ასევე მოიქცნენ სხვა 7-8 ტოპ კლუბებიც, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან. "სიტი ერთადერთი გუნდია, რომელსაც აქვს უფლება თქვას რომ მიზნად ისახავს ტიტულს, მაგრამ დანარჩენ გუნდებს ამის დამტკიცება მოუწევთ."


🗣 ანუ არ მიიღებთ მონაწილეობას რბოლაში?


"არ არის საჭირო ჩემი სიტყვების დამახინჯება. მე ვამბობ, რომ ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედი ვართ და ყველა თამაში უნდა მოვიგოთ. აქ არის მთავარი განწყოვა და მონდომება. შემდეგ კი ვნახოთ, სად მიგვიყვანს და რისი მოგება შეგვიძლია. ახლა ტიტულებზე  ფიქრი არ არის საჭირო, ახლა გამარჯვებებზე უნდა ვიფიქროთ და სხვაზე არაფერზე.


🗣 ანუ ტიტულისთვის იბრძოლებთ?


”დიახ, მაგრამ ამ მომენტისთვის არ არის საჭირო მომავალი ტროფების შესახებ დისკუსიებით განხილვა, რადგან ეს ყველაფერი ძალიან შორს არის.”


🗣 როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვათ ჰოილუნდმა ვარჯიშზე?

”ის მამაცია და საკუთარი თავის რწმენა აქვს. ეს საკმარისია, დანარჩენი ყველაფერი თავისით მოვა“.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis