ერიკ ტენ ჰაგის ინტერვიუ ბრაიტონთან მატჩის წინ - პრემიერ ლიგის 5 ტური 2023წ

ერიკ ტენ ჰეგმა ბრაიტონთან მატჩისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და პირველი შეკითხვა ჯეიდონ სანჩოს ვითარებაზე იყო. თუმცა ბოსმა პირდაპირ პასუხის გაცემას თავი აარიდა და გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.


- ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვართ ჩვენს თამაშზე, ვმუშაობთ ურთიერთ კავშირებზე და ვაანალიზებთ მონაცემებს. არსენალთან მატჩში კარგად ვითამაშეთ და მეტსაც ვიმსახურებდით, მაგრამ იღბალი ჩვენსკენ არ იყო. ჩვენ ასევე ყურადღებით გავაანალიზეთ ეს თამაში და დავინახეთ ბევრი დადებითი მხარე. ის თამაში მაინც ფრე უნდა ყოფილიყო ან მაქსიმუმ ჩვენი გამარჯვება. თუმცა, ჩვენ დავბრუნდით, ძალიან კარგად ვივარჯიშეთ და მატჩისთვის მზად ვართ.


- მაინც რა იტყვით სანჩოზე?


- მგონი უკვე ყველაფერი ითქვა. ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი, კარგი სულისკვეთებით და ისინი ახლა შესანიშნავ ხასიათზე არიან მატჩის წინ.


- სანჩოს და ანტონის გარეშე როგორ შეძლებთ თამაშს?


- ხდება ისე რომ სეზონის განმავლობაში ხდება წარუმატებლობები, როდესაც ფეხბურთელები ტრავმირებულია ან სხვა მიზეზების გამო ვერ თამაშობენ და შემდეგ შემადგენლობა უნდა გადაიხედოს. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ის ბიჭები, რომლებსაც შეუძლიათ თამაში ძალიან მოტივირებულები არიან და სურთ შესანიშნავი თამაშის ჩვენება.


- ლისანდრო მარტინესი მზადაა სათამაშოდ?


- დიახ.


- რაიმე პრობლემა აქვს ტრავმასთან დაკავშირებით?


- არა.


- ვიქტორ ლინდელოფი?


- დიახ, ისიც მზადაა სათამაშოდ.


- მეისონ მაუნტი?


- არა.


- რაფაელ ვარანი?


- არა, მაგრამ ორივე ახლოსაა დაბრუნებასთან.


- ამ სიტუაციაში ჰარი მაგუაირს დაუჭერთ მხარს?


„უკვე არაერთხელ მითქვამს, მის მიმართ ეს დამოკიდებულება სრულიად დაუმსახურებელია. ის დიდი ფეხბურთელია და ბევრის უნარი აქვს. ის რაც მის ირგვლივ ხდება, რაღაც სიგიჟეა, მან უბრალოდ უნდა გათიშოს ეს ყველაფერი ტვინიდან.


- როგორ უმკლავდება?

- თქვენ ხედავდით  რომ მას ბევრი შესანიშნავი მატჩი ჰქონდა მთელი კარიერის განმავლობაში და ახლა მას მხოლოდ კარგი თამაშის შესრულებით ყველა კრიტიკოსის გაჩუმება სჭირდება.


- თქვენი დახმარება ფეხბურთელების მიმართ მოედანს სცდება?


- ამ თაობის გაგება უნდა ვისწავლოთ, მაგრამ მთავარია გუნდის აწყობა, ჯგუფური დინამიკის შემუშავება. ბოლოს და ბოლოს ყოველთვის გუნდზეა საუბარი  ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაში თითოეული ბიჭი თავის როლს ასრულებს. განსხვავებული ხასიათს ბიჭები  გვყავს, განსხვავებული პერსონაჟები და რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა მოვახერხოთ რომ გუნდში სრული ჰარმონია იყო, მაგრამ როგორც ვთქვი მთავარი გუნდი მთლიანობაში ერთად.


- მკაცრი დისციპლინაც მთავარია?


- დიახ, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ყველაფერზე მნიშვნელოვანი. კლუბმა მთხოვა გარკვეული სტანდარტების დაწესება, რადგან ჩამოსვლამდე იყო პრობლემები  ეთიკისა და ზოგადი კულტურის კუთხით და ეს გავაკეთე. ჩემი საქმეა სტანდარტების დადგენა და მათი შესრულების მონიტორინგი. ეს არ ნიშნავს იმას რომ მე ვსჯი ყველა მოთამაშეს, ვინც ერთ შეცდომას უშვებს, ეს დიდი პროცესია რომელსაც ჩვენ გავდივართ. მაგრამ თუ ჩვენი შტაბის თანამშრომელი ან რომელიმე მოთამაშე რეგულარულად კვეთს დანიშნულ საზღვრებს, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრი, დიახ.


- ბრაიტონი თქვენი პირველი გუნდი იყო პრემიერ ლიგაში...


- მე მიყვარს მათ წინააღმდეგ თამაში. ჩვენ მათ წინააღმდეგ  ორი შესანიშნავი თამაში გვქონდა და ხვალ საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ. ისინი არ მოგცემენ მოდუნების საშუალებას, მაგრამ ამავე დროს ტოვებენ შესაძლებლობებს. ნამდვილად მოუთმენლად ველი ამ მატჩს!


- ენტონი რამდენი ხანი არ იქნება?


- Აზრზე არ ვარ.


- ბოლო დღეებში ესაუბრეთ მას? ის კარგად არის?


"რა თქმა უნდა, ის ძალიან იმედგაცრუებულია მომხდარის გამო, მაგრამ ის კარგადაა."


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis