ტენ ჰაგის პრესკონფერენცია ბავარიასთან 4-3 წაგების შემდეგ

21-09-2023, 15:10 Admin
0 manchester
ტენ ჰაგის პრესკონფერენცია ბავარიასთან 4-3 წაგების შემდეგ

გასახდელში განწყობის შესახებ:


🗣 იმედგაცრუებაა როდესაც ბაიერნთან სამ გოლს გაიტან, ქულა მაინც უნდა აგვეღო, მაგრამ ჩვენ ვერ გავაკეთეთ ეს. ჩვენ უნდა შევხედოთ საკუთარ თავს სარკეში და ვაღიაროთ რომ ჩვენ მათ ვაჩუქეთ გოლები.


🗣 პირველ 25 წუთში გოლის გატანა საჭირო იყო, თუ ამას ვერ ვახერხებთ უნდა დავრჩენილიყავით თამაშში და არ მიგვეცა მეტოქისთვის გოლის გატანის უფლება, ეს არ არის მხოლოდ ანდრე ონანას ერთი შეცდომა, რადგან მანამდე ლეროი სანეს კარში ზედმეტად ადვილად დარტყმის უფლება მიეცა. თქვენ უნდა იყოთ თანმიმდევრული ამ მომენტებში და შემდეგ მოიგებთ მატჩებს.


🗣 სწორედ ამას ვგულისხმობ ასეთ სიტუაციებში თქვენ უნდა გაიღოთ მსხვერპლი, გასცეთ ყველაფერი  და მხოლოდ მაშინ როცა ამას გაბაკეთებთ, დავიწყებთ თამაშების მოგებას.


🗣 ახლა ისეთ პერიოდში ვართ ბევრი რამ გვეწინააღმდეგება. ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ჩვენი ბედი. ბოლო სამ მატჩში დიდ გუნდებთან ვითამაშეთ.


🗣 ყველაფერი რაც თქვენ ნახეთ ძალიან მაღალი დონეა. არსენალის, მიუნხენის, ბრაიტონის წინააღმდეგ. ყველა უმაღლესი დონის გუნდს თანაბარ პირობებში ვთამაშობდით, მაგრამ მათ მოიგეს. 


ანდრე ონანის შესახებ, რომელმაც წაგების ბრალი აიღო თავის თავზე :


🗣 კარგია, რომ ამას აკეთებს მაგრამ საქმე გუნდს ეხება. შეცდომები ხდება მაგრამ მთელი გუნდი უნდა დაბრუნდეს თუ ერთი მოთამაშე უშვებს შეცდომას  უნდა გვჯეროდეს რომ ყოველთვის შეგვიძლია დაბრუნება თამაშში. დღეს ჩვენ ვაჩვენეთ ეს.


🗣 ზოგადად ფეხბურთში შეცდომები ყოველთვის იქნება და ეს ერთ-ერთი მათგანია. ამიტომ, ჩვენ არ მივანიჭებთ მას იმაზე მეტ მნიშვნელობას ვიდრე რეალურად არის.  მეორე ტაიმში მან ჩვენთვის კარგი სეივები გააკეთა და თავისი თვისებები და შესაძლებლობები აჩვენა. ის დაბრუნდება, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.


🗣 ყველა თამაში მნიშვნელოვანია და როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ჩვენი ბედი. არავინ დაგვეხმარება ამაში.


როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ სიტუაცია:


🗣ეს შეუძლია მხოლოდ ჩვენ გუნდს, მათ შორის მეც, ერთადერთი ვართ ვისაც ეს შეგვიძლია ის ჩვენს ხელშია სხვა არავის.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
გასული მატჩის საუკეთესო მოთამაშე
Casemiro stats
Tags
აარონ ვან-ბისაკა აიაქსი ალეხანდრო გარნაჩო არსენალი ასტონ ვილა ბაიერნი ბარსელონა ბრაიტონი ბრუნო ფერნანდეში გარი ნევილი დავიდ დეხეა დე იონგი დიეგო დალო დინ ჰენდერსონი ევროპა ლიგა ევროტური ენტონი ენტონი ელანგა ენტონი მარსეალი ერიკ ბაილი ერიკ ტენ ჰაგი იუვენტუსი იურეან ტიმბერი კაზემირო კრისტალ პალასი კრისტიან ერიქსენი კრიშტიანუ რონალდუ ლაივი ლივერპული ლისანდრო მარტინესი მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ სიტი მარკუს რეშფორდი მატჩის მიმოხილვა მეისონ გრინვუდი ნემანია მატიჩი ნიუკასლი პატრის ევრა პაუ ტორესი პოლ პოგბა პრემიერ ლიგა პრესკონფერენცია რალფ რანგნიკი რაფაელ ვარანი რიო ფერდინანდი რომა რონალდუ რუნი სერ ალექს ფერგიუსონი სოფიან ამრაბატი ტაირელ მალასია ტენ ჰაგი ტოტენჰემი ფეინოორდი ფრენკი დე იონგი ჩელსი ჩემპიონთა ლიგა ჯეიდონ სანჩო ჯესი ლინგარდი ჰარი მაგუაიერი
პარტნიორები