ნემანია მატიჩი იხსენებს როგორ ებრძოდა მათ ვინც აგვიანებდა ვარჯიშებზე

"იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა ისაუბრა იმაზე თუ როგორ ებრძოდა მოთამაშეებს, რომლებიც კარინგტონში ვარჯიშზე აგვიანებდნენ.

"ჩელსი-ში" ფეხბურთელები პროფესიონალურად მოქმედებდნენ, პუნქტუალურები იყვნენ და არასდროს აგვიანებდნენ ვარჯიშზე, მაგრამ "იუნაიტედში" ეს თითქმის ყოველდღე ხდებოდა", - თქვა მატიჩმა YuPlanet-თან ინტერვიუში. მოთამაშეები რომლებიც რეგულარულად აგვიანებდნენ, იყვნენ პოლ პოგბა, ჯეიდონ სანჩო და რამდენიმე სხვა.

„ვინც ყოველთვის დროზე მივდიოდით უკმაყოფილო ვიყავით ამით, ამიტომ შევქმენით ერთგვარი შიდა დისციპლინური კომიტეტი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. კედელზე დავკიდე ფურცელი რომელზედაც მოვნიშნეთ ისინი ვინც აგვიანებდა და ამისთვის ფულადი ჯარიმა დავაწესეთ“.

„მხოლოდ იმ სეზონის პირველივე თვეებშ შევკრიბეთ 75000 ფუნტი ჯარიმების სახით! ჩვენ ვგეგმავდით ფულის გამოყენებას ლონდონში წვეულების მოსაწყობად, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ, რადგან პანდემია გამოცხადდა“.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis