ერიკ ტენ ჰეგმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ჩელსისთან მოახლოებული მატჩის შესახებ.

ერიკ ტენ ჰეგმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ჩელსისთან მოახლოებული მატჩის შესახებ.


ნიუკასლთან მარცხზე:


-  გვქონდა კვირა რომელშიც ორი კარგი და ერთი ცუდი მატჩი ჩავატარეთ, ამიტომ გუნდი სწორი მიმართულებით მიდის. ჩვენ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და შესანიშნავი გოლები გავიტანეთ გალათასარაისთან და ევერტონთან თამაშებში, მაგრამ რაც შეეხება ნიუკასლს, დიახ, ცუდი იყო. ამ თამაშით უკმაყოფილო ვართ, თუმცა თამაშში დავრჩით და შეგვეძლო ანგარიშის გათანაბრება. ცოტა მეტი მონდომება და ქულების აღება შეგვეძლო. დიახ, ცხრილში ჩამოვვარდით რამოდენიმე პოზიციით, მაგრამ ლიდერებისგან არც ისე შორს ვართ, ამიტომ ვფიქრობ კარგად ვართ.


მოთამაშეები ნამდვილად გიჭერენ მხარს?


- ოჰ, ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ 100%ით. და თქვენ თავად შეგეძლოთ ნახოთ ბრენტფორდის წინააღმდეგ კამბექი, თამაში ბარნლისთან, თამაში ფულჰემთან - ყოველ ჯერზე როდესაც გუნდი ავლენდა ხასიათს, მონდომებას და გამძლეობას. ასე რომ, დიახ, ჩვენ ერთი ვართ.


გარკვეული ჟურნალისტების არ შეშვება პრესკომფერენციაზე


- ჯერ ჩვენთან უნდა მოსულიყვნენ და არა ჩვენს ზურგს უკან სტატიები გამოექვეყნებინათ - ეს არასწორია. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს პრესასთან, ჩვენთან მოდიან ჟურნალისტები კომენტარისთვის და ყველა საკითხს განვიხილავთ რაც წამოიჭრება.


იყო თუ არა რაიმე სიმართლე ამ პუბლიკაციებში?


- არა, რა თქმა უნდა, ყველა გუნდს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც არ თამაშობენ და თავს უკმაყოფილოდ გრძნობენ. მაგრამ ეს ნორმალური სიტუაციაა, თქვენ უბრალოდ უნდა დაელოდოთ თქვენს შანსს და ის აუცილებლად მოვა. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ის პრობლემები, რაც იქ ეწერა.


თქვენ მიმართ კრიტიკის შესახებ


- მე ყოველთვის ვუსმენ ჩემს ფეხბურთელებს და ყოველთვის ვაძლევ მათ საუბრის საშუალებას. თუ ფეხბურთელები რაიმეში არ დამეთანხმებიან მაინც აუცილებლად მოვუსმენ ბოლომდე. იყო ერთი-ორი ასეთი ადამიანი, მაგრამ ჩვენი ბიჭების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს აქტიური, დინამიური და მამაცი ფეხბურთის თამაში. “ევერტონთან” და “გალათასარაიმთან” მატჩებში აშკარად ჩანდა რომ მათ მოეწონათ ასეთი თამაში. ფეხბურთელებს რომ არ მოწონებოდათ ასეთი თამაშის სტილი, ამ მატჩებში ვერაფერს ვაჩვენებდით.


არის თუ არა უთანხმოება გასახდელში?


- გასახდელში არა, რა თქმა უნდა ბევრი ჭორი დადის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მათ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენ გზაზე ვართ, გარდამავალ პერიოდს გავდივართ, მაგრამ სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენ ვქმნით გუნდს, ვანვითარებთ, ჩვენი გადადგმული ნაბიჯები პროგრესირებს, მოდიან ახალგაზრდა ფეხბურთელები და ამ ყველაფერმა მანჩესტერ იუნაიტედის წარმატებული მომავალი უნდა გამოიწვიოს.


როგორ შეაფასებთ რაშფორდის გამოსვლას იმ მატჩში?


- ამ თამაშით ყველა იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ ერთადერთი გუნდი არ ვართ, ვინც იქ დამარცხდა, ნიუკასლმა მანდ ყველა დაამარცხა, გარდა ლივერპულისა. მაგრამ ჩვენ გვინდოდა იქ მოგება და ვცდილობდით გაგვეკეთებინა ყველაფერი რაც შეგვეძლო, მაგრამ მატჩი ნამდვილად ცუდად ვითამაშეთ.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis