ერიკ ტენ ჰაგის პრეს კონფერენცია ტოტენჰემთან მატჩის წინ

ერიკ ტენ ჰეგმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ტოტენჰემთან მოახლოებული მატჩისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე .


ტრავმების შესახებ


- ბოლო დღეებში რამდენიმე ფეხბურთელი შემოგვიერთდა ვარჯიშებზე - ლიჩა მარტინესი, კაზემირო, ლუკ შოუ, ასევე გვყავს ბიჭები რომლებიც ბრუნდებიან და ისინი შეიძლება კვირას ხელმისაწვდომი იყვნენ. კრისტიან ერიქსენი ამ კვირაში ავად იყო, მაგრამ გუნდს დაუბრუნდება. ენტონი და ამადიც დაბრუნდებიან. ახლა უფრო მეტი ვარიანტი გვაქვს სასტარტო შემადგენლობის არჩევისთვის, ასევე უფრო ძლიერი სკამი გვყავს


სანჩოს იჯარით წასვლის შესახებ


"იმედი მაქვს, რომ ის კარგად არის, ასე რომ შემიძლია მხოლოდ ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო." იმედი მაქვს რომ ის წარმატებას მიაღწევს. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.


მეტი მოთამაშეების დაბრუნების შესახებ


- დიახ, კაზემიროსა და ლიჩას დაბრუნების კუთხით წინ გადავდგით ნაბიჯი, რადგან ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იყვნენ. Mason Mount ასევე ახლოს არის დაბრუნებასთან, მაგრამ ცოტა მეტი დრო დასჭირდება. ტაირელ მალასია დაბრუნდა, ვიქტორ ლინდელოფი დაბრუნდა, მაგრამ ფორმაში შესასვლელად მათ კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდებათ. როცა რაიმე სიახლე იქნება, შეგატყობინებთ. ვგრძნობ შვებას? მე არ გამოვიყენებდი ამ სიტყვას, მაგრამ ის რომ უკვე საწვრთნელ ბაზაზე არიან და გუნდს შეუერთდნენ რა თქმა უნდა, დადებითია.


ისევ სანჩოს შესახებ


- წინა პასუხში უკვე ყველაფერი ვთქვი. მგონი საკმარისია.


ტოტენჰემის შესახებ


-  ახალმა მწვრთნელმა გარემო შეცვალა და სათამაშო სტილს ავსებენ მათი ყურება სასიამოვნოა - ისინი დინამიური და აქტიური გუნდია,  ვფიქრობ, ბოლო მატჩიდან უნდა ვისწავლოთ პირველ 35 წუთში მოედანზე მთლიანად ვდომინირებდით და უნდა გაგვეტანა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ამიტომ ამჯერად ჩვენ უკეთ უნდა ვმართოთ ჩვენი იღბალი და ყველაფერი კონტროლის უნდა გვქონდეს


მომავალი მზადების შესახებ


- ახლა გუნდს სეზონის მეორე ნახევრისთვის ვამზადებთ და ყველა მოთამაშისთვის საუკეთესო ინდივიდუალურ პროგრამას ვაწყობთ. რა თქმა უნდა თუ მათ სჭირდებათ განსხვავებული მიდგომა 2023 წლის მკაცრ გრაფიკთან შედარებით, მაშინ ჩვენ სხვანაირად მივუდგებით მათ რათა უკეთეს ფორმაში იყვნენ.


დაცვაში საჭირო სტაბილურობაზე


- ყოველ ორ მატჩში ერთი მცველი მაინც უნდა შემეცვალა, გუნდის სტაბილურობისთვის ეს ძალიან საზიანო იყო,  მანამდე არ გვქონდა შესაძლებლობა გვეთამაშა კონკრეტული თამაშისთვის ყველაზე მოთამაშეთი.


ენტონის თამაშის დაკნინების შესახებ


- შემიძლია ავხსნა, რატომ ხდება ასე ყველაფერი საკმაოდ მარტივია. მას გარედან, პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს. მას ჰქონდა კარგი პირველი სეზონი,  ძალიან კარგად ითამაშა პირველ ოთხ მატჩში - მან შესანიშნავი თამაში ჩაატარა იმავე ტოტენჰემის წინააღმდეგ. მაგრამ მას შემდეგ რაც მას შეუჩერეს უფლება ფეხბურთ ეთამაშა შემდეგ აირია ყველაფერი, მან ვერ შეძლო ფორმის დაბრუნება, როგორც მოსალოდნელი იყო. მას ბევრად უკეთესი თამაში შეუძლია.


მეტი ენტონის შესახებ


- თქვენ "აიაქსი" ახსენეთ და შემიძლია ვთქვა რომ იქ მისი ეფექტურობა და გოლების მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო, ჩემპიონთა ლიგაზე კი კიდევ უფრო მაღალი. მას შეუძლია საკვანძო მოქმედებების შექმნა, საგოლე გადაცემის გაცემა, დრიბლინგი , ფინიში შეტევების დასრულება. მან ძალიან მაღალი დონე აჩვენა და უნდა დაბრუნდეს ისევ მწვერვალზე. დიახ, პრემიერ ლიგა უფრო რთულია, მაგრამ მას ეს შეუძლია. ახლა ის ყველა პრობლემას უნდა გაუმკლავდეს და უკეთესად დაიწყოს თამაში.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis