იურეან ტიმბერის აგენტი ინგლისშია - რა ხდება ნიდერლანდელის გარშემო?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მანჩესტერ იუნაიტედს" დაცვის ხაზის გაძლიერება სურს. ერთ-ერთი ვარიანტი ამ პოზიციაზე კი 20 წლის ცენტრალური-მცველი იურეან ტიმბერია, რომლის ოლდ ტრაფორდზე ხილვა გუნდის ახალ მთავარ მწვრნელს ერიკ ტენ ჰაგს სურს


მედიაში იწერებოდა იმის შესახებ, რომ კლუბმა ფეხბურთელთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. თუმცა, როგორც სანდო ჟურნალისტი ჯონათან შრეგერი თავის Twitter ექაუნთზე წერს, ინგლისურ გრანდსა და 20 წლის ფეხბურთელს შორის ჯერ არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. ტიმბერის აგენტი ამჟამად ინგლისში იმყოფება, რათა "იუნაიტედის" სატრანსფერო გეგმებს გაეცნოს.

 


ზაფხულში ოლდ ტრაფორდს ფილ ჯონსი და ერიკ ბაილი დატოვებს. ამიტომ ინგლისური გრანდი შეეცდება ახალი მცველის დამატებას და დიდია იმის შანსი, რომ ნიდერლანდელი ამ ზაფხულს ოლდ ტრაფორდზე ვიხილოთ.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis