ბერბატოვმა იუნაიტედის ყველა ფორვარდი შეაფასა

🗣️დიმიტარ ბერბატოვმა გამოთქვა აზრი მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი ფორვარდების უნარებზე და პრობლემებზე.


რასმუს ჰოილუნდის შესახებ


- ამ დროისთვის რასმუსის ირგვლივ თამაშობენ რაშფორდი, გარნაჩო და ენტონი, მაგრამ სამწუხაროდ არცერთი მათგანი საკმარისად არ აკეთებს იმას რაც მათგან არის მოსალოდნელი - გოლები, პასი, დრიბლინგი და საჯარიმოში შეღწევა. რასმუსს პასები სჭირდება და გუნდს გოლები, ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია. ჰოილუნი უნდა დარჩეს ძლიერი და არ დაკარგოს იმედი და თავდაჯერებულობა.


რაშფორდისა და გარნაჩოს შესახებ


- მარკუსი ყველაზე გამოცდილია შემტევ ჯგუფში და დროა მან აიღოს პასუხისმგებლობა, გაიზარდოს და გამოავლინოს ლიდერული თვისებები. გარნაჩოს რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ფეხბურთს თავისებურად თამაშობს,  უყვარს შეტევა, ცდილობს მოწინააღმდეგის მოტყუებას, დრიბლინგის დემონსტრირებას, მაგრამ ამავდროულად ტაქტიკაზე საერთოდ არ ფიქრობს. მათ ყველამ უნდა გააუმჯობესონ თამაში.


მეტი რაშფორდის შესახებ


- გასაგებია, რომ მატჩების წარუმატებელი სერია ყველას ემართება, ასეთ შემთხვევაში საკუთარი თავის რწმენას ვერ დაკარგავ. ახლა მარკუსს დიდი სიფრთხილე სჭირდება, რათა გულშემატკივრების  უკმაყოფილება ყველაზე არ გავრცელდეს. როგორ შეაჩეროს მისი ასეთი წარუმატებელი თამაში? უბრალოდ ითამაშე კარგი და ხარისხიანი ფეხბურთი მონდომებით,  ვიცი რომ ეს ყველაზე რთული ამოცანაა, განსაკუთრებით მაშინ როცა შენ თვითონ ართულებ ყველაფერს, ზედმეტად ფიქრობ ამაზე და ბოლოს და ბოლოს მოჯადოებულ წრეში ხარ. მარკუსი დიდი ხანია "იუნაიტედში" თამაშობს და იმედი მაქვს მან იცის როგორ გამოვიდეს ამ ციკლიდან და დაიბრუნოს ფორმა .


ენტონი მარსიალის შესახებ


"ალბათ დროა მან დატოვოს იუნაიტედი და ახალი გამოწვევა ეძებოს." მართალი გითხრათ ენტონისგან მეტს ველოდი, რადგან დავინახე მისი უნარი, როდესაც ერთად ვთამაშობდით მონაკოში. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი როდესაც  ის "იუნაიტედში" მოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ მან ვერ მიაღწია იმ დონეს, რასაც ყველა ელოდა. ახლა მოტივაცია სხვაგან უნდა ეძებოს, ყველასთვის უკეთესი იქნება.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis