ტენ ჰაგის პრესკონფერენცია ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ

დადებითი და უარყოფითი


- გარკვეული იმედგაცრუებაა, როცა ორ ასეთ ლამაზ გოლს გაიტან შემდეგ კი ორ ძალიან მარტივ გოლს გაუშვებ. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით, მათ კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ მატჩისადმი  და დროდადრო აჩვენებდნენ ღირსეულ ფეხბურთს.


პირველი ტაიმი


- პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ და ორი შესანიშნავი გოლი გავიტანეთ. სასიამოვნო იყო იმის დანახვა რომ მეტოქის ხაზები გავარღვიეთ, მიზანმიმართულად ვითამაშეთ და შეტევებს ვასრულებდით. ამიტომაც, ცოტა იმედგაცრუებული ვარ რომ კარგად თამაშის მიუხედავად ვერ მოვიგეთ.


პრობლემები სტანდარტებიდან


- საკმაოდ კმაყოფილი ვარ დაცვით, გარდა სტანდარტების შესრულების დროს  მათი ქმედებებისა. კუთხურებზე ცუდად ვიცავდით თავს, თქვენ უნდა მოემზადოთ ასეთი სიტუაციებისთვის და უფრო აქტიურად იმოქმედოთ, მეორე გოლი ჩვენთვის დამახასიათებელი იყო. ჩვენ კვლავ მივეცით მეტოქეს დიაგონალური გადაცემის საშუალება, რომელსაც შეეძლო მთელი გუნდის გაწყვეტა მარტივი გადაცემის დროს, ასეთ სიტუაციებზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.


ვან-ბისაკა მარცხენა ფლანგზე


- ეს არ იყო პირველი შემთხვევა, "უიგანთან" მატჩში მან გარკვეული პერიოდი იქ ითამაშა. ლუკ შოუს დაბრუნებას ველოდით და მასთან ერთად ვვარჯიშობდით, მაგრამ დღეს დილით გაირკვა რომ ის ჯერ ფორმაში არ არის. თამაშის გეგმის გადახარისხებისთვის უკვე გვიანი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ დიოგო მარჯვენა ფლანგზე დაგვეტოვებინა და აარონი მარცხნივ გადაგვეტანა.


მომავლისკენ იმედით ვიყურებით


„დღეს ჩვენ დავინახეთ ძველი მარკუსის გამოღვიძება. მათი ურთიერთქმედება ჰოილუნთან უმჯობესდება რაშფორდმა რასმუსს კარგი გოლი გაატანია და თავადაც შესანიშნავი გოლი გაიტანა. ჩვენ ნელ-ნელა ვუმჯობესდებით და წინ გვაქვს ნათელი მომავალი, ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელებით როგორებიც არიან გარნაჩო, მაინუ და ჰოილუნი. ასევე ძალიან მოხარული ვარ რომ ჩვენი გამოცდილი ფეხბურთელები მარტინესში, კაზემიროსა და შოუ ბრუნდებიან. მალე ძლიერი გუნდი გვეყოლება.


მოახლოებული შესვენება


"ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ახლახან დაბრუნდნენ და უნდა ივარჯიშონ იმისათვის რომ მოემზადონ და მოხვდნენ გუნდის ძირითად განაცხადში, და გვყავს ასევე ბიჭები რომლებმაც ბევრი თამაში ითამაშეს ამ სეზონში, რომლებსაც დასვენება სჭირდებათ. მათ სჭირდებათ ენერგიის აღდგენა, შესვენების შემდეგ მატჩები ერთმანეთის მიყოლებით წავა და დაგვჭირდება ყველა ფეხბურთელი, სწორი განწყობის შენარჩუნება და მერე ვნახოთ სად მიგვიყვანს ჩვენი ტაქტიკა და გეგმები.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis