ტიმბერი "იუნაიტედში" ? - მოლაპარაკებები მნიშვნელოვან ეტაპზეა

"მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულში "აიაქსის" ახალგაზრდა ფეხბურთელის იურეან ტიმბერის საკუთარ რიგებში ხილვა სურს. როგორც სჩანს ინგლისური გრანდი ანხორციელებს კონკრეტულ ნაბიჯებს ნიდერლანდელის გადასაბირებლად. 


Sky Deutschland- ის ჟურნალისტის ფროლიან პლეტენბერგის თქმით, მოლაპარაკებები 20 წლის მცველის ოლდ ტრაფორდზე შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ეტაპზეა. "ბაიერნი"  კიდევ ერთი გუნდია, რომელიც ფეხბურთელს აკვირდება, მაგრამ ერიკ ტენ ჰაგის ყოფნამ ოლდ ტრაფორდზე შესაძლოა "წითელ ეშმაკებს" უპირატესობა მოაპოვებინოს ამ ბრძოლაში.


ვარაუდობენ, რომ "წითლებს" ეს ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და სად ვიხილავთ ტიმბერს მომავალ სეზონში. 


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis