"მას დრო სჭირდება" - გარი ნევილი ტენ ჰაგზე საუბრობს

Sky Sport-თან მიცემულ ინტერვიუში "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ გარი ნევილმა განაცხადა:


"ეს ტენ ჰაგისთვის დიდი გადადგმული ნაბიჯია . ცხადია, აიაქსი არის შესანიშნავი კლუბი, შესანიშნავი ისტორიით. მათ აქვთ ჩემპიონატის მოგების შანსები, რადგან ისინი უფრო მეტს ხარჯავენ ვიდრე სხვა იქაური კლუბები. მანჩესტერ იუნაიტედმა დახარჯა მეტი, ვიდრე სხვა კლუბებმა, თუმცა გუნდმა პრემიერ-ლიგის მოგება ვერ მოახერხა.  ტენ ჰაგს სჭირდება დრო, დრო კლუბში დასამკვიდრებლად, კლუბთან შესაჩვევად.

ეს უდიდესი საფეხბურთო კლუბია და მოლოდინებიც გაცილებით მეტია. გუნდმა ეს სეზონი უნდა დაივიწყოს, რადგან ეს სეზონი იყო საშინელი მოედნაზე და მის გარეთ." - განაცხადა გარი ნევილმა.


ნიდერლანდელმა სპეციალისტმა "აიაქსში" გატარებული ბოლო სეზონი ჩემპიონატის მოგებით დაასრულა. 52 წლის სპეციალისტი კი 2022/23 წლებში ინგლისურ გრანდს ჩაუდგება სათავეში. თავდაპირველად მისგან პრემიერ-ლიგის მოგებას არ მოელიან. მას კლუბში სიტუაციის დალაგება და კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა დაევალა.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis